“ვის ეგონა, რომ ასე დაიკარგებოდა” – კვიპროსში ოქრიაშვილის კრიტიკას მოუხშირეს

ჯუღელი: “ისეთი ფეხბურთელია, ევროპაში თავად გავა”
ოქტომბერი 7, 2021
საქართველოს ნაკრები ბათუმშია, საბერძნეთი დღეს ჩამოვა
ოქტომბერი 8, 2021

საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთ ლიდერს თორნიკე ოქრიაშვილს, თავის ახალ კლუბ „აპოელში“ არც თუ ისე კარგი სტარტი აქვს.

თორნიკეს არადამაჯერებელი თამაში ადგილობრივი მედიის განხილვის საკითხი გახდა.

      თორნიკე ოქრიაშვილის ტრანსფერმა ზაფხულში დიდი ხმაური გამოიწვია. „აპოელმა“ მოახარხე სამი ქართველის დამატება და მათი სხვა კლუბებისთვის წართმევა, ამიტომაც ამ ტრანსფერებისგან დიდი მოლოდინია.

ვინ ელოდა, რომ ოქრიაშვილი გუნდში მოვიდოდა, და მოედანზე დაიკარგებოდა?.. არასრული თამაშები „პაფოსთან“ და „ოლიმპიაკოსთან“, 90 ჩატარებული წუთი და „აპოლონთან“ მარცხი, უადგილო წითელი ბარათი „პაეკთან“.

„აპოელში“ მხარს უჭერენ 29 წლის ქართველს და აძლევენ დროს სრულად ადაპტირებისთვის. ისინი ელიან, რომ სანაკრებო პაუზის შემდეგ ის იქნება ძლიერი იარაღი გუნდისთვის. თუმცა, ყველაფერი განისაზღვრება მოედანზე და მხოლოდ იქ გასცემენ პასუხებს ქართველები, რომლებიც ახლა თავის ეროვნულ გუნდთან ერთად არიან (მურთაზ დაუშვილის გარდა). მათ ჯერ საბერძნეთთან უნდა ითამაშონ სახლში და შემდეგ კოსოვოს წინააღმდეგ სტუმრად“,- წერს კვირპროსული Kerkida.

შეგახსენებთ, რომ თორნიკე ოქრიაშვილი კვიპროსზე უკვე მესამე სეზონია რაც თამაშობს.

თავიდან ის სათამაშოდ თემურ ქეცბაიას „ანორთოსისში“ ჩავიდა, სადაც 2 სეზონის მანძილზე 39 შეხვედრაში 13 გოლის გატანა შეძლო. ხოლო ამ სეზონიდან ის უკვე „აპოელის“ ღირსებას იცავს, სადაც 4 წარუმატებელი შეხვედრა ჩაატარა.

ოქრიაშვილს შაბათს, 9 ოქტომბერს 20:00 საათზე საქართველოს ნაკრებთან ერთად საბერძნეთის ნაკრებთან დაპირისპირება მოუწევს. ცალსახად ამ შეხვედრას არც კვიპროსული მედია არ გამოტოვებს და კარგად დააკვირდება თორნიკეს თამაშის ხარისხს.

.