“იმედია, მე-100 მატჩი კანკავასთვის და გუნდისთვის დაუვიწყარი იქნება” – სანიოლი

ნუგზარ წურწუმიამ მსიფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ოქტომბერი 8, 2021
ნუგზარ წურწუმიამ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ოქტომბერი 8, 2021

დღეს, 8 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის მატჩის წინა პრესკონფერენცია, რომელშიც ქართველთა გუნდის თავკაცმა მოახლოებულ თამაშზე, მეტოქესა და საკუთარი გუნდის სათამაშო ფორმაზე ისაუბრა.

აღსანიშნავია, რომ საბერძნეთთან მატჩი საქართველოს ნაკრების კაპიტნისთვის – ჯაბა კანკავასთვის ჩვენი ქვეყნის სახელით ჩატარებული საიუბილეო მე-100 ოფიციალური მატჩი იქნება.

სანიოლმა პრესკოფნერენციაზე კანკავას შესახებაც ისაუბრა.

     ჯაბასთვის ეს მიღწევა ბევრს ნიშნავს ისევე, როგორც ჩემთვის და მისი ყველა გუნდელისთვის. იმედი მაქვს, მე-100 მატჩი ნაკრებში დაუვიწყარი იქნება მისთვის და მთელი გუნდისთვის და სასურველ შედეგს მივაღწევთ”, – თქვა სანიოლმა.

ჯაბას დებიუტი ეროვნულ ნაკრებში 2004 წლის 8 მარტს შედგა და მას შემდეგ ქართველმა ნახევარმცველმა საქართველოს სახელით 99 მატჩში 10ჯერ შეძლო გოლის გატანა.