გიორგი შერაზადიშვილი მსოფლიო ჩემპიონია

“გულისტკივილს გამოვთქვამთ” – ნაკრების წევრები ბათუმში კორპუსის ჩამონგრევაზე
ოქტომბერი 8, 2021
სასჯელი შემსუბუქდა – გენტის საჩივარი დაკმაყოფილდა
ოქტომბერი 8, 2021

მეორე ოქრო ახალგაზრდა ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე – გიორგი შერაზადიშვილი (-81 კგ) მსოფლიო ჩემპიონია.

ფინალში ქართველმა ძიუდოისტმა რუს ადამ ცეჩოევს ვაზარით მოუგო და ოქროს მედალი მოიპოვა.

გიორგი შერაზადიშვილმა ტურნირში გამოსვლა მეორე წრიდან დაიწყო და ერთმანეთის მიყოლებით მექსიკელ ხავიერ როსასს, ბოსნიელ მუსტაფა ჰებიბს და ყაზახ აიან ბაიგაზის სუფთად მოუგო.

ნახევარფინალში გიორგიმ უკრაინელი არტიომ ბუბირი დააიპონა.