შულიანსკი: “საუკეთესო, ვისთანაც მითამაშია, გიორგი წიტაიშვილია”

კობიაშვილი: “ჩვენი მცდელობის მიუხედავად, გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო…”
ოქტომბერი 9, 2021
სერბეთის სახელით მოასპარეზე დათუნაშვილმა გობაძე დაამარცხა
ოქტომბერი 9, 2021

უკრაინულმა გამოცემა Ua-football.com კიევის “დინამოს” მარცხენა ვინგერის არტემ შულიანსკი ბლიც-ინტერვიუ გამოაქვეყნა.

20 წლის უკრაინელი შემტევი, ერთ-ერთ კითხვაზე, საუკეთესო ფეხბურთელად ვის გვერდითაც უთამაშია პასუხობს, რომ ასეთი გიორგი წიტაიშვილია.

რა არის შენი მთავარი სიძლიერე?

სისწრაფე, დარტყმები და ტექნიკა.

ყველაზე სუსტი მხარე?

დაცვაში თამაში.

შენი საყვარელი ფეხბურთელი?

ეზენ აზარი.

საუკეთესო ფეხბურთელი ვისთან ერთადაც გითამაშია?

გიორგი წიტაიშვილი.

შენი ყველაზე დიდი ოცნება?

მინდა გავხდე ცნობილი და წარმატებული ფეხბურთელი, რომელიც მსოფლიო ფეხბურთის გრანდში ითამაშებს.

სად ხედავ შენს თავს ხუთი წლის შემდეგ?

იმედი მაქვს, უცხოეთში ვითამაშებ.