სერბეთის სახელით მოასპარეზე დათუნაშვილმა გობაძე დაამარცხა

შულიანსკი: “საუკეთესო, ვისთანაც მითამაშია, გიორგი წიტაიშვილია”
ოქტომბერი 9, 2021
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა საბერძნეთთან ცნობილია
ოქტომბერი 9, 2021

ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში გრძელდება ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატი. -87 კგ-ში საქართველოს ღირსებას მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი ლაშა გობაძე იცავდა. გობაძე მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში სერბეთის სახელით მოასპარეზე ქართველ ზურაბ დათუნაშვილს დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა.შესაბამისად, დათუნაშვილი ოქროს მედლისთვის აგრძელებს ბრძოლას. გობაძე კი, ზურას ფინალში გასვლის შემთხვევაში რეპეშაჟში გააგრძელებს ბრძოლას.