“არ ვთვლი მიზანშეწონილად დღეს ამაზე საუბარს“ – სანიოლი კვეკვესკირზე

“ნაკრების ყველა ფეხბურთელმა ოქრიაშვილივით უნდა ითამაშოს” – სანიოლი
ოქტომბერი 9, 2021
კუტალიას მიმართვა სანიოლს: “იქნებ მოგვცეთ შანსი ასეთ ხალხს?!”
ოქტომბერი 9, 2021

საბერძნეთთან შინ წაგებული მატჩხის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

     დადებითს რაც შეეხება, შემიძლია ოქრიაშვილის ჩართვა დავასახელო, ასევე ლობჟანიძის თამაში. წინა მატჩებთან შედარებით, დღეს დაცვაშიც ორგანიზებულად ვიდექით“, – თქვა სანიოლმა.

მთავარ მწვრთნელს ისიც ჰკითხეს, რატომ არ ათამაშებს ნიკა კვეკვესკირს.

     მთავარი მწვრთნელი ვარ. ფეხბურთელებს ვაკვირდები როგორც კლუბში, ისე სავარჯიშო პროცესზე და სწორედ ამის ფონზე ვიღებ გადაწყვეტილებას, თუ ვის დავეყრდნო. ვერ დავიწყებ საუბარს, კონკრეტულმა ფეხბურთელმა რატო ითამაშა: ეს დიდ დროს წაიღებს და დისკუსიას გამოიწვევს.

ყველას საკუთარი აზრი აქვს. არ ვთვლი მიზანშეწონილად ამაზე საუბარს“, – დაამატა მწვრთნელმა.