კანკავა ძირითადშია – კაპიტნის მე-100 მატჩი ნაკრებში

წუთიერი დუმილი და შავი სამკლაურები საბერძნეთთან…
ოქტომბერი 9, 2021
VIDEO წუთიერი დუმილი საქართველოსა და საბერძნეთის მატჩის წინ
ოქტომბერი 9, 2021

სულ მალე საქართველოს ნაკრების კაპიტანი, 35 წლის ჯაბა კანკავა გახდება მეორე ქართველი ფეხბურთელი, რომელიც ეროვნულ ნაკრებში მე-100 მატჩს ითამაშებს.

ეს ამბავი 8 წლის წინ გამართული ამხანაგური თამაშის გამო საკამათო იყო.  საქმე იმაშია, რომ ჯაბა კანკავამ ორი  ვერსიით ნაკრებში 98 ან 99 მატჩი გამართა.

სადაოა შეხვედრა, რომელიც 2013 წელს ალბანეთში გაიმართა. მაშინ საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ალბანეთი სტუმრად 2:1 დაამარცხა. ამ შეხვედრაში თემურ ქეცბაიამ ერთბაშად 7 ცვლილება განახორციელა. მაშინდელი ფიფას წესებით კი ამხანაგურ მატჩებში მხოლოდ 6-6 შეცვლა იყო ნებადართული. შესაბამისად, ეს შეხვედრა ფიფამ გააუქმა.

სასიხურალოა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უკვე მიიღო დასტური უეფასგან, რომელმაც მომავალ “ცენტურიონს” სპეციალური საჩუქარიც გამოუგზავნა.

ერთადერთი ფეხბურთელი რომელსაც ეროვნულ გუნდში 100  მატჩი აქვს ჩატარებული, ლევან კობიაშვილია. მოქმედ მოთამაშეთაგან, 89 მატჩით “ასიანთა” კლუბის წევრობასთან გურამ კაშია ყველაზე ახლოს.