“ნაკრების ყველა ფეხბურთელმა ოქრიაშვილივით უნდა ითამაშოს” – სანიოლი

მორიგი მარცხი – საბერძნეთს ისევ ვერ მოვუგეთ!
ოქტომბერი 9, 2021
“არ ვთვლი მიზანშეწონილად დღეს ამაზე საუბარს“ – სანიოლი კვეკვესკირზე
ოქტომბერი 9, 2021

საბერძნეთთან შინ წაგებული მატჩის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

სანიოლმა, პირველ რიგში, წაგების მიზეზებზე ისაუბრა.

     პირველი 25 წუთი განსაკუთრებით უკმაყოფილო ვიყავი. გვაკლდა აგრესია, მონდომება, თავდადება…

ყოველთვის ვიძახი, რომ ნიჭი და ტექნიკა ფეხბურთში საკმარისი არ არის. აუცილებელია მთელ მატჩს მთელი მონდომებით ატარებდე, თავდადებით თამაშობდე. ფეხბურთელები 90 წუთის განმავლობაში უნდა იხარჯებოდნენ.

ჩვენ ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი გვყავს, მაგრამ მათ უნდა ისწავლონ, რომ მხოლოდ მატჩის კონკრეტულ მონაკვეთში სირბილი არ კმარა: მთელი მატჩი ასე უნდა იყოს. ისინი ახალგაზრდები არიან და იმედია, ისწავლიან.

ოქრიაშვილი შემოვიდა და აჩვენა ის, რაც ჩვენი ყველა მოთამაშისთვის საჭიროა: მონდომება, შრომა… ის მაგალითია, როგორ უნდა ითამაშო ნაკრებისთვის. სამწუხაროდ, ყველა ფეხბურთელით კმაყოფილი არ ვარ. არ აქვს მნიშვნელობა ვის ვეთამაშებით: ფეხბურთელებმა უნდა გაიაზრონ, რომ ბოლომდე უნდა ითამაშონ”, – თქვა სანიოლმა.