რუბინში დაადასტურეს: “კვარაცხელიას გაშვება 20 მილიონ ევროდ გვსურდა”

VIDEO მამუკელაშვილის 20 ქულა ბრუკლინ ნეტსის წინააღმდეგ
ოქტომბერი 9, 2021
Sofscore: გუნდების სავარაუდო შემადგენლობა
ოქტომბერი 9, 2021

აგენტმა თემურ ღურწკაიამ რუსულ მედიასთან ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ რუბინმა შეცდომა დაუშვა მისი აიაქსში არ გაშვებით.

აგენტმა თქვა, რომ რუბინი 20 მილიონ ევროს ითხოვდა, ხოლო ხვიჩას სანაცვლოდ დღეს 10-12 მილიონზე მეტს არავინ გადაიხდის.

ინფორმაცია რუბინის სპორტულმა დირექტორმა ოლეგ იაროვინსკიმაც დაადასტურა და თქვა, რომ კი, წინადადებები იყო, მაგრამ ხვიჩა კლუბმა არ გაუშვა პირობების გამო.

    20 მილიონი ევრო – მზად ვიყავით ამ თანხის სანაცვლოდ გაგვეშვა. მისით ნამდვილად ინტერესდებოდნენ სერიოზული კლუბები, მაგრამ საბოლოო წინადადება არ გაუკეთებიათ.

არ გამოვიდა ახლა? არაუშავს, გამოვა ზამთარში ან შემეგ ზაფხულს”, – თქვა დირექტორმა.

კვარაცხელია რუბინში 2019 წლიდდან თამაშობს. წელს 20 წლის ფეხბურთელმა 8 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემაც მიითვალა.

ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში მის მომავალს ესპანურ და ინგლისურ კლუბებს უკავშირებდნენ.