საქართველოს ნაკრების შემადგენლობა საბერძნეთთან ცნობილია

სერბეთის სახელით მოასპარეზე დათუნაშვილმა გობაძე დაამარცხა
ოქტომბერი 9, 2021
წუთიერი დუმილი და შავი სამკლაურები საბერძნეთთან…
ოქტომბერი 9, 2021

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა საბერძნეთის წინააღმდეგ გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩისთვის ძირითადი შემადგენლობა დაასახელა.

სანიოლის არჩევანი ასეთია: ლორია – ხოჭოლავა, დვალი, გიორბელიძე, კაკაბაძე – კანკავა, აბურჯანია – ლობჟანიძე, ჩკავეტაძე, კვარაცხელია – მიქაუტაძე.

სათადარიგო: მამარდაშვილი, კუპატაძე, ხვადაგიანი, ოქრიაშვილი, ქვილითაია, მამუჩაშვილი, ლოჩოშვილი, აზაროვი, კვეკვესკირი, წიტაიშვილი, დავითაშვილი, გვილია.

საქართველოსა და საბერძნეთის მატჩი  20:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, დღევანდელ მატჩს გულშემატკივარი ვეღარ დაესწრება.