ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიანა-უელსის მესამე წრეშია

მიქაუტაძემ სანაკრებო შეკრება დატოვა
ოქტომბერი 10, 2021
ევროპის ჩემპიონები სამშობლოში დაბრუნდნენ
ოქტომბერი 11, 2021

კალიფორნიაში მიმდინარე ინდიან-უელსის მასტერსი საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელისთვის, ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის წარმატებულად დაიწყო.

ქართველი ჩოგბურთელი ATP-ის 1000-იანი კატეგორიის ტურნირზე 29-ე ნომრად იყო განთესილი და გათამაშებას მეორე რაუნდიდან ჩაერთო. ამ ეტაპზე მისი მეტოქე კვალიფიკაციიდან გადმოსული 25 წლის ამერიკელი ჩოგბურთელი, კრისტოფერ ეუბანკსი გახლდათ.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ტურნირის მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელი ორ სეტში 6-4; 6:3 დაამარცხა და 1/16-ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. მისი მორიგი მეტოქე ალბერტ რამოს-ვინოლასი იქნება. რომელმაც თავის მხრივს ტურნირს ჯერ ლორენცო მუზეტი, შემდეგ კი მე-7 ნომრად განთესილი ფელიქს ოჟე-ალიასიმი გამოთიშა.