17 წლის ნათია გადელია მსოფლიო ჩემპიონია

“სანიოლს ჰკითხეთ – არ მესმის, შანსი რატომ არ მეძლევა” – ინტერვიუ ლევან კუტალიასთან
ოქტომბერი 11, 2021
ვილი სანიოლი – კოსოვოსთან წაგებით გაწბილებულნი დავრჩით
ოქტომბერი 11, 2021

17 წლის ქართველი ძალოსანი ნათია გადელია (81 კგ.) საუდის არაბეთის ქალაქ ჯედაში მიმდინარე იუნიორთა მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

გადელიამ მთავარი მწვრთნელის თემურ ჯანჯღავას მითითებები ზუსტად შეასრულა, 6-ვე ცდა გამოიყენა (ამგვარი შედეგი მხოლოდ მას ჰქონდა) და უახლოეს კონკურენტს 3 კგ-ით გაასწრო.

ნათიამ ატაცში 91 კგ. დააფიქსირა (მცირე ვერცხლი), აკვრაში – 117 კგ. (მცირე ოქრო) და ჯამში თავი 208 კგ-ს მოუყარა და ორჭიდის ჯამში მსოფლიო ჩემპიონი გახდა. აღსანიშნავია, რომ გადელიამ ატაცსა და ორჭიდში საქართველოს რეკორდები 4-4 კილოგრამით გააუმჯობესა.

ძალოსანმა უკან მოიტოვა უმთავრესი კონკურენტი – ირანელი ჯამალი გალე (205 კგ.), ბრინჯაოს მედალი კი რუსმა დარია მეშჩერიაკოვამ (201 კგ.) დაისაკუთრა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ტურნირზე მხოლოდ 3 ძალოსნით იყო წარდგენილი და კვარცხლბეკზე ასვლა სამივე მათგანმა მოახერხა. გასულ დღეებში ვერცხლის მედლები მოიპოვეს ნიკოლოზ ესართიამ (73 კგ.) და გურამ ვეკუამ (96 კგ.).