ევროპის ჩემპიონები სამშობლოში დაბრუნდნენ

ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიანა-უელსის მესამე წრეშია
ოქტომბერი 11, 2021
ყველაფერი მატჩის შესახებ || კოსოვო v საქართველო
ოქტომბერი 11, 2021

საქართველოს 18-წლამდელ მორაგბეთა ნაკრები ზედიზედ მესამედ გახდა ევროპის ჩემპიონი. 2021 წლის “რაგბი ევროპის ჩემპიონატის” ფინალში ზურა ამონაშვილის შეგირდებმა პორტუგალია 27:0 დაამარცხეს. როგორც ვახსენეთ, “უმცროსი ბორჯღალოსნები” ტიტულს ზედიზედ მესამედ დაეუფლნენ  და ეს ისე მოახერხეს, რომ აღნიშნულ ტურნირზე საკუთარ ჩათვლის მოედანში ერთი ლელოც არ მიუღიათ.

ქართველი მორაგბეები თბილიში გუშინ ღამით  დაბრუნდნენ. მათ, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში რაგბის კავშირის წარმომადგენლები, ოჯახის წევრები და გულშემატკივრები დახვდნენ.

შეგახსენებთ იმასაც, რომ საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა 2018 წელს საფრანგეთს ფინალში 8:3 მოუგო, 2019 წელს კი ესპანეთი 20:10 დაამარცხა.