ყველაფერი მატჩის შესახებ || კოსოვო v საქართველო

ევროპის ჩემპიონები სამშობლოში დაბრუნდნენ
ოქტომბერი 11, 2021
ძიუდოისტების ტრიუმფი – გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი მსოფლიოზე
ოქტომბერი 11, 2021

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგ მატჩს საქართველოს ნაკრები სტუმრად, პრიშტინაში გამართავს, ჯვაროსნების მეტოქე კოსოვოს საფეხბურთო ნაკრები იქნება.

მატჩი პრიშტინას ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება, სტადიონი ცნობილი  იუგოსლავი ფეხბურთელის ფადილ ვოკრის სახელს ატარებს, სტადიონი 13,500 მაყურებელზეა გათვლილი და უეფას მე-4 კატეგორიის მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

მატჩს პოლონური მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება, მთავარი მსაჯი პაველ რაჩკოვსკი იქნება, 38 წლის არბიტრმა ბოლოს ევროპის ლიგის დაპირისპირება იმსაჯა, სადაც 6 ყვითელი ბარათის გამოყენება მოუწია.

საქართველოს და კოსოვოს საფეხბურთო ნაკრებები ისტორიაში ერთხელ, ერთი თვის წინ შეხვდნენ ერთმანეთს, ბათუმში მატჩი კოსოვოს გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 0-1.

მატჩში საქართველოს ნაკრებს 4 ფეხბურთელი დააკლდება: გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი მიქაუტაძე კოსოვოში ტრავმის გამო ვერ გაემგზავრნენ, ჯაბა კანკავას და გიორგი აბურჯანიას კი დისკვალიფიკაცია აქვთ

კოვოსო v საქართველო 22:45 წუთზე დაიწყება, მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა კი საქართველოს პირველ არხზე შეგეძლებათ

 

.