ვილი სანიოლი – კოსოვოსთან წაგებით გაწბილებულნი დავრჩით

17 წლის ნათია გადელია მსოფლიო ჩემპიონია
ოქტომბერი 11, 2021
კიდევ ერთი დანაკლისი – კოსოვოსთან გიორგი ჩაკვეტაძეც არ იქნება
ოქტომბერი 11, 2021

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა.

ქართველთა დამრიგებლის თქმით, საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყების წინ, მიზანი მატჩიდან მატჩამდე პროგრესი და უკეთესი თამაშის ჩვენება იყო.

ვილი სანიოლი “პირველ შეხვედრაში, კოსოვოსთან განცდილი მარცხით გაწბილებულნი ვიყავით. ის, რასაც ახლა ველი ბიჭებისგან არის ის, რომ მოვემზადოთ კარგად და ვაჩვენოთ ჩვენი სახე კარგი თამაშით.

არ მსურს მეტოქეთა თამაში შევაფასო, თუმცა ბათუმში ვიხილეთ, რომ კოსოვო არის გუნდი კარგი მოთამაშეებით. ყველა გუნდს აქვს ძლიერი და სუსტი მხარეები, თუმცა კოსოვო თამაშობდა მთელი გულით და ისინი უფრო ძლიერნი არიან რაშიცასთან, ბერიშასთან და მურიქთან ერთად.