ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან უელსის 1/8 ფინალშია

VIDEO “ბათუმში გვინდოდა გულშემატკივრის გახარება… დღევანდელი დღე თქვენთვის იყო!”
ოქტომბერი 12, 2021
„ზეწოლა გადავლახეთ და რთული თამაში მოვიგეთ“ – ზურიკო დავითაშვილი
ოქტომბერი 13, 2021

საჩოგბურთო სამყაროში 2021 წლის ბოლოს წინა მასტერსის ტიპის (1000-ქულიანი) ტურნირი, ინდიან უელსი, იმართება.

ტურნირზე მონაწილეობას იღებს საქართველოს პირველი ნომერი, ნიკოლოზ ბასილაშვილიც.

ნიკა ტურნირზე 29-ე ნომრადაა განთესილი, რის გამოც ასპარეზობა მეორე ეტაპიდან დაიწყო, სადაც მისი მეტოქე ამერიკელი ჩოგბურთელი, კრისტოპერ იუბანკსი გახლდათ.

იუბანკსის ბარიერი ბასილაშვილმა წარმატებით და რაც მთავარია, დამაჯერებლად დაძლია.

რაც შეეხება რამოს-ვინოლასთან შეხვედრას, წაგებული პირველი სეტის შემდეგ ქართველმა ჩოგბურთელმა მეორე სეტი დრამატული ბრძოლის შედეგად მოიგო და წონასწორობა აღადგინა, მესამე სეტში კი უპირატესობა თავიდანვე მოიპოვა და საბოლოოდ შეხვედრა საკუთარი გამარჯვებით, ანგარიშით 4:6; 7:6(2); 6:2 მოიგო.

1/8-ფინალურ ეტაპზე ბასილაშვილის მეტოქე მსოფლიო რეიტინგის 29-ე ნომერი, რუსი ჩოგბურთელი, კარენ ხაჩანოვი იქნება.