„ჩვენ უნდა გავჩუმდეთ და ვიმუშავოთ“- რას ამბობენ კოსოვოელი ფეხბურთელები განცდილი მარცხის შემდეგ?

კოსოვოელმა ჟურნალისტებმა სანიოლის მოსმენა მატჩის შემდეგ არ ისურვეს
ოქტომბერი 12, 2021
VIDEO “ბათუმში გვინდოდა გულშემატკივრის გახარება… დღევანდელი დღე თქვენთვის იყო!”
ოქტომბერი 12, 2021

კოსოვოსა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართული მატჩის შემდეგ, კოსოვოელმა ფეხბურთელებმა საინტერესო კომენტარები გააკეთეს.

„ლაციოს“ თავდამსხმელმა ვედატ მურიქიმ განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სინიოლმა კოსოვოელთა მებრძოლი სული შეაქო.

„დიახ, მატჩის დასრულების შემდეგ, მწვრთნელმა შეაქო კოსოვოს ნაკრების მებრძოლი სული, მან ასევე მე შემაქო და თქვა, რომ ძალიან მოვწონვარ, როგორც ფეხბურთელი”, – თქვა მურიქიმ მატჩის შემდეგ.

 

ასევე თავისი გუნდის წარუმატებლობაზე კომენტარი გააკეთა „ტორინოს“  მცველმა მერგიმ ვოივოდამ:

 

„ჩვენ არ უნდა ვილაპარაკოთ, ახლა ჩვენ რაც შეიძლება მეტი უნდა ვივარჯიშოთ, ვიმუშავოთ, დავხუროთ პირი და უბრალოდ ვიმუშავოთ, ასე უნდა მოვიქცეთ.“-განაცხადა ვოივოდამ.

 

 

„სერია ა“-ს კოსოვოელი ლეგიონერები გულდაწყვეტილები დარჩნენ ქართველი ფეხბურთელების წინააღმდეგ განცდილი მარცხის შემდეგ.

უნდა აღვნიშნოთ, რომ კოსოვოელთა მხრიდან ერთი გოლის გატანა, სწორედ მურიქიმ შეძლო, მან 45-ე წუთზე ანგარიში თერთმეტმეტრიანის წყალობით გაათანაბრა.