პირველი ადგილი – საქართველოს ნაკრები ელიტ რაუნდშია

1,9 მიოლიონი ევროთი მეტი – Transfermarkt-ზე ლობჟანიძის ფასი განახლდა
ოქტომბერი 12, 2021
“გარკვეულწილად ეს ამ პრობლემას მოაგვარებს” – ინტერვიუ ლევან მაისაშვილთან
ოქტომბერი 12, 2021

დღეს, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი რაუნდის ბოლო ტურში ჯგუფის მასპინძელ ნორვეგიის ნაკრებს დაუპირისპირდა და დაძაბულ შეხვედრაში 1:0 გაიმარჯვა.

ჯგუფის ორივე მატჩი, პარალელულ რეჟიმში მიმდინარეობდა. უელსელების ერთადერთი შანსი, მათი დიდი უპირატესობით გამარჯვება და საქართველოს ნაკრების დიდი ანგარიშით მარცხი იყო. უელსელებმა კოსოვო დიდი ანგარიშით 3:0  დაამარცხეს, თუმცა, ქართველმა ჭაბუკებმა შანსი არ დაუტოვეს.

შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო. საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები კი, კონტრშეტევებზე აკეთებდა აქცენტს. 26-ე წუთზე, თბილისის “საბურთალოს” ნახევარმცველმა, გიზო მამაგეიშვილმა პირდაპირ კუთხურიდან მოახერხა გატანა (0:1). გოლიდან ცხრა წუთში, უკვე ნორვეგიელებს მიეცათ თერთმეტმეტრიანიდან გატანის შანსი. ლონდონის “ჩელსის” თავდამსხმელის, ბრაიან ფიაბემას დარტყმული, ბათუმის “დინამოს” მეკარემ ლუკა ხარატიშვილმა მოიგერია.

მეორე ტაიმის სტარტზე, პორტუგალიური “ბრაგას” ახალწვეულმა, გიორგი ჩხეტიანის შესრულებული ჯარიმის შემდეგ, საქართველოს უპირატესობის გაზრდა შეეძლო. მეორე ნახევარში, მიუხედავად ბევრი მცდელობებისა, ნორვეგიელებმა ვერ გაიტანეს და მხოლოდ მეორე ადგილს დასჯერდნენ.

ვასილ მაისურაძის გაწვრთნილი გუნდი კი ისევ ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდში ითამაშებს.