“რომ ვერ მოგვეგო, ეს ციფრები აზრს დაკარგავდა” – თორნიკე შენგელია

VIDEO 33 ქულა და MVP-ის ტიტული – შენგელიას საოცარი თამაში ევროლიგაში
ოქტომბერი 13, 2021
FIFA-ს რეიტინგი: კოსოვოსთან მოგებამ წინ წაგვწია
ოქტომბერი 13, 2021

ევროლიგის მე-3 ტურის მატჩში, არმიელებმა თანამემამულე კლუბს სანკტ-პეტერბურგის „ზენიტს“ უმასპინძლეს, თორნიკე შენგელია კი 33 ქულით მატჩის ბომბარდირი და საუკეთესო მოთამაშე გახდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, შენგელიამ საკუთასი თამაში შეაფასა.

     უპირველესად, გახარებული ვარ, რადგან ეს თამაში მოვიგეთ. რომ არ მოგვეგო, ციფრებს და შედეგებს ძალა არ ექნებოდა. ამიტომაც, გახარებული ვარ ჩემი გუნდის შედეგით.

გულწრფელად ვამაყობ ჩემი თანაგუნდელებით. ვფიქრობ, ჩვენ დიდებულად ვითამაშეთ როგორც დაცვაში, ისე შეტევაში. შეტევაში ბურთს კარგად ვათამაშებდით, დაცვაში კი რამდენიმე წუთით გვქონდა ჩავარდნა, მაგრამ ყველაფერი გამოვასწორეთ.

არ დავნებდით და მადლობა ღმერთს, გამარჯვებას მივაღწიეთ. თამაში კარგად დავიწყეთ, მაგრამ ზენიტი ის გუნდია, რომელიც სტუმრად კარგად თამაშობს და ვიცოდით, რომ ისინი ბრძოლას გაგვიმართავდნენ. ზენიტს განსაკუთრებით კარგი მსროლელები ჰყავს და მათგან ნებისმიერ დროს დიდ საფრთხეს უნდა ელოდო“, – განაცხადა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა.