„ასეთი შემართებით უნდა ვითამაშოთ ყველა მატჩი“- გურამ კაშია

„ზეწოლა გადავლახეთ და რთული თამაში მოვიგეთ“ – ზურიკო დავითაშვილი
ოქტომბერი 13, 2021
საქართველოს ნაკრებმა წინ წაიწია, რა მდგომარეობაა ჯგუფში?
ოქტომბერი 13, 2021

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე მატჩი სტუმრად პრიშტინაში კოსოვოს წინააღმდეგ ჩაატარა. ფადილ ვოკრის სახელობის სტადიონზე გამართული შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და მომენტები ორივე გუნდის კართან შეიქმნა. საბოლოოდ, ვილი სანიოლის გუნდმა მეტოქე ანგარიშით – 2:1 დაამარცხა და საკვალიფიკაციო ეტაპის B ჯგუფში პირველი სამი ქულა მოიპოვა.

შეხვედრის შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა გურამ კაშიამ გააკეთა.

     ვფიქრობ, დღეს დამსახურებულად მოვიგეთ. ბიჭებმა ის ჟინი და ბრძოლა აჩვენეს, რაც წარმატების მიღწევისთვის გვჭირდებოდა. ეს არის ყველაზე სასიამოვნო. სწორედ ასეთი შემართებით უნდა ვითამაშოთ ყველა მატჩი.

შესაძლოა თამაშს ბოლომდე ვერ ვაკონტროლებდით, მაგრამ დაცვით ფაზაში კარგად ვიმოქმედეთ. საერთო ჯამში ეს შედეგი დავიმსახურეთ, დიდი ხანია არ მოგვიგია და ამიტომ ძალიან ბედნიერი ვარ.”, – თქვა კაშიამ.

„სლოვანის“ ქართველმა მცველმა მართლაც დამაჯერებელი  შეხვედრა ჩაატარა, ჯაბა კანკავას არყოფნისას კოსოვოს წინააღმდეგ კაპიტნის სამკლავურიც მოირგო და გუნდს გამარჯვების მიღწევაში დაეხმარა.