“გვაქვს განცდა, რომ რაღაც ახალს,განსაკუთრებულს ვიწყებთ”-მერაბ შარიქაძე

ვილი სანიოლი – კაცი, რომელიც ცვლილებებსა და დიდ სახელებს არ უშინდება
ოქტომბერი 13, 2021
3 ქართული ლელო Top 10-ში
ოქტომბერი 13, 2021

პირველი ქართული პროფესიონალური ფრენჩაიზი “შავი ლომი” რაგბი ევროპის სუპერთასზე პირველი შეხვედრის ჩასატარებლად ემზადება. ქართველი მორაგბეები ავჭალის სარაგბო სტადიონზე ებრაულ “თელავივ ჰითის” შეერკინებიან.

დღეს, გუნდმა შევარდენის სანაკრებო ბაზაზე მატჩისწინა ღია ვარჯიში გამართა. ვარჯიშის დასრულების შემდეგ, მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს “შავი ლომის” და “ბორჯღალოსნების” კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ უპასუხა.

“მოსამზადებელი პროცესი ნორმალურად გავიარეთ. ცუდია, რომ ტესტ-მატჩის გამართვა ვერ მოვასწარით, რადგან ერთია ვარჯიში და მეორე, როდესაც იმ დეტალებს, რომლებზეც ვარჯიშის პროცესის დროს მუშაობ, თამაშის მსვლელობისას დაინახავ. “თელავივ ჰითის” შესახებ ბევრი არაფერი ვიცით. ისიც ჩვენსავით ახალი გუნდია. გუნდი ფიჯელი ოლიმპიური ჩემპიონით და  რამდენიმე სამხრეთ აფრიკელი მოთამაშითაა დაკომპლექტებული, ასე რომ მარტივი თამაში არ იქნება. რადგან პირველი მატჩია,შესაძლოა რაღაც მომენტში თამაში აგვერიოს, მაგრამ იმედია ეს მატჩის შედეგზე გავლენას არ იქონიებს. ყველა ვთანხმდებით, რომ ფრანჩიზა ქართული რაგბისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და გუდში არის განცდა, რომ რაღაც განსაკუთრებულს, ახალ ეტაპს ვიწყებთ. ახალ მწვრთნელს, რაც შეეხება საკმაოდ კვალიფიციური მწვრთნელია, ძალიან კომუნიკაბელური ადამიანია და იმედი მაქვს, მასთან ერთად მუშაობა ნაყოფიერი იქნება.

შეგახსენებთ “შავი ლომი” რაგბი ევროპის ახალ ტურნირზე ასპარეზობს, სადაც რვა გუნდი გეოგრაფიული პრინციპით ორ ჯგუფშია გადანაწილებული.

“შავი ლომი” B ჯგუფშია, სადაც მისი მეტოქეები: კრასნოიარსკის “ენისეი”, პენზას “ლოკომოტივი” და “თელავივ ჰითი” იქნებიან.