ბასილაშვილი VS ციციპასი – პირველად მასტერსის 1/4-ფინალში

ინტერი საქართველოში ახალ აკადემიას ხსნის!
ოქტომბერი 14, 2021
“რთული პერიოდი გადაიტანა და ქართველ გულშემატკივარს ახარებს” – ბასილაშვილის მამა
ოქტომბერი 14, 2021

ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე “ინდიანა უელსის” მასტერსზე ნიკოლოზ ბასილაშვილი წარმატებით ასპარეზობს.

ქართველმა ჩოგბურთელმა 1/16-ფინალში დაძაბულ ბრძოლაში მნიშვნელოვანი შეხვედრა სამ სეტში მოუგო ესპანელ ალბერტ რამოს-ვინოლასს და ამის შემდეგ 1/8-ფინალში საკმაოდ ძლიერი რუსი ჩოგბურთელი კარენ ხაჩანოვი ორ სეტში დაამარცხა. ეს მიღწევა ბასილაშვილისთვის კარიერაში საუკეთესოა, რადგან მას ჯერჯერობით მასტერსის მეოთხედფინალი ნათამაშები არა აქვს.

ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე 1/4-ფინალში მსოფლიოს მასშტაბით მესამე ჩოგანი სტეფანოს ციციპასი იქნება, რომელმაც 1/16-ფინალში იტალიელი ფონინი, ხოლო მერვედფინალში ავსტრიელი დე მინური დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ორივე ჩოგბურთელთან ციციპასმა პირველი სეტები დათმო, თუმცა შეხვედრების შემოტრიალება მაინც მოახერხა.

ნიკოლოზ ბასილაშვილისა და სტეფანოს ციციპასის შეხვედრა ხვალ, 15 ოქტომბერს, ჩვენი დროით 22:00 საათზე გაიმართება. შეხვედრის ფავორიტად ბერძენი ჩოგბურთელი მიიჩნევა, მაგრამ ნიკოლოზმა წინა მატჩებში დაამტკიცა, რომ შესანიშნავ ფორმაში იმყოფება.

ბასილაშვილი ციციპასს კარიერის განმავლობაში 2-ჯერ შეხვდა და ორივე მატჩი წააგო.