„ძალიან მინდა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე დავეხმარო“ – გიორგი ცინცაძე

“მინდა, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში დავბრუნდე” – საბა კვირკველია
ოქტომბერი 14, 2021
შეწყვიტოს “გლოვა” ევროპაში ჩაშლილი ტრანსფერის გამო – რუსული პრესა
ოქტომბერი 15, 2021

მიმდინარე წლის ოქტომბრის დასაწყისში, საქართველოს კალათბურთის ნაკრების ლეგენდამ და მისმა რეკორდსმენმა ჩატარებული მატჩების მიხედვით, გიორგი ცინცაძემ  ჯვარედინი იოგების ტრავმა მიიღო, რამაც ეჭვქვეშ დააყენა მისი 2022 წლის ევროპის ჩემპიონატზე თამაში.

თვითონ გიორგი იმედოვნებს, რომ ტურნირამდე გამოჯანმრთელებას შეძლებს.

„ძალიან მინდა საქართველოს ნაკრებს ევროპის 2022 წლის ჩემპიონატზე დავეხმარო. ეს საკალათბურთო ზეიმი იქნება – ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მატჩებს ხომ თბილისში ვითამაშებთ. საკუთარი გულშემატკივრის წინაშე ენერგიაც მეტია და წარმატების შანსიც.“

„ოპერაციაა საჭირო, ვემზადები და მომავალ კვირაში გავიკეთებ. ისეთივე დაზიანებაა, რაც 2011 წლის ევროპის ჩემპიონატზე მაკედონიასთან მატჩისას მივიღე. იმედი მაქვს, ოპერაცია წარმატებით ჩაივლის და მალე დავუბრუნდები მოედანს.“ – განაცხადა გიორგი ცინცაძემ.

 

2011 წელს ანალოგიური ტრავმის მიღების შემდეგ, გიორგი ცინცაძეს 6 თვე გაუცდა, 2012 წლის აპრილ-მაისში ის უკვე საქართველოს ჩემპიონატის პლეი-ოფის შეხვედრებშიც იღებდა მონაწილეობას, რომელიც საკმაოდ მაღალ დონეზე ჩაატარა, ხოლო იმავე წლის ზაფხულში „ევრობასკეტ 2013“-ის შესარჩევ ციკლში მიიღო მონაწილეობა.

გიორგი ცინცაძე საქართველოს ნაკრების ნამდვილი ცოცხალი ლეგენდაა, მისი დებიუტი ეროვნულ გუნდში 2004 წელს, ფინეთის ნაკრების წინააღმდეგ შედგა. მას შემდეგ ცინცაძე ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული მატჩების მხრივ გუნდის რეკორდსმენი გახდა, საქართველოს ნაკრების მაისური ქართველმა კალათბურთელმა 187  მატჩში მოირგო. 35 წლის სპორტსმენი ტრავმისა და ასაკის მიუხედავად არ აპირებს კარიერის დასრულებას და 2022 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება.

წარმატებები გიორგის!