ეს უნდა შეიცვალოს! – ანუ როგორ შევინარჩუნოთ მუხტი ნაკრებში

Video/Highlights ოქრიაშვილი მითებს ამსხვრევს – “ფეხებს უფრთხილდებიან” ?
ოქტომბერი 14, 2021
VIDEO საქართველოში ინტერის აკადემია გაიხსნება
ოქტომბერი 14, 2021

და აი, აღსრულდა! დასრულდა 9-წლიანი მოუგებელი სერია. უკვე დრო იყო…

რა თქმა უნდა, დადებითი ემოციური ფონი კარგი ფაქტორია როგორც ნაკრებისა და ფრანგი სპეციალისტისთვის, ისე გულშემატკივრისთვისაც.

რეალობას რომ არ მოვწყდეთ, ობიექტურები უნდა ვიყოთ. ასეთი შეკრული, მოედანზე ყველაფრის დამდები “ჯვაროსნები” ხშირად არ გვახსენდება. ეს საქართველოს ჰიმნის შესრულების მომენტშიც გამოჩნდა.

სხვანაირი დამოკიდებულება იგრძნობოდა მწვრთნელისგანაც. გუნდურობა – წინა მატჩებში ყველაზე ნაკლებად ვილი სანიოლის ნაკრებში სწორედ ეს ჩანდა (ამ მხრივ არც მანამდე გვილხინდა).

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი, სწორედ ამ მუხტის შენარჩუნება იქნება. საკლუბო სტრუქტურიდან განსხვავებით, ეროვნული ნაკრები იშვიათად იკრიბება და ყველა შეხვედრაზე ერთი მოტივაციით გასვლა ურთულესი საკითხია: არამხოლოდ დაბალი თუ საშუალო დონის ნაკრებებისთვის –  ყველასთვის!

კი, 9-წლიანი მოუგებელი სერია დავასრულეთ. გვიხარია, ბევრ გულშემატკივარში, ერთა ლიგის თუ სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, იმედი დაბრუნდა.

… რეალურად, რა გვაქვს? მნიშვნელობიდან გამომდინარე, ერთ რიგით მატჩში ყველამ თავის საქმე გააკეთა. ის, რაც ჩვეულებრივ უნდა ხდებოდეს.

გრძელვადიან პერსპექტივაში, ამ ყველაფრის შენარჩუნებასთან ერთდ, აუცილებელია, მეტი არჩევანი ჰქონდეს სანიოლს. ასევე, აქედან გამომდინარე, გაირღვეს ეს მოჯადოვებული წრე და TOP ჩემპიონატებშიც ვიხილოთ ქართველი ფეხბურთელები. თუ ეს არ ხდება? მაშინ ხდება ის, რაც ყოველთვის. ერთ “დამნაშავეზე” ჯოხის გადატეხვა, იმის მუდმივად მტკიცება, რომ ყველაფერი ბედის თუ უბედობის ბრალია და ასე გამუდმებივ…