სერიოზული არაფერია – მიქაუტაძე უნიონთან ითამაშებს

7 ქართველი მორაგბე ევროპის ჩემპიონატის სიმბოლურში
ოქტომბერი 14, 2021
შენგელია ტრავმირებულია – თორნიკე უახლოეს მატჩებს გამოტოვებს
ოქტომბერი 14, 2021

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა გიორგი მიქაუტაძემ საბერძნეთთან მატჩში ტრავმა მიიღო.

მატჩის დასრულების შემდეგ ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურმა საიტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიქაუტაძე ტრავმირებულია და ამ მიზეზით შეკრება დატოვა, რის გამოც რამდენიმე დღეში სტუმრად კოსოვოსთან გამართულ მატჩში ის გუნდს ვერ დაეხმარა.

შეკრების დატოვების შემდეგ გიორგი მიქაუტაძე კლუბში დაბრუნდა. დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართველმა ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება ჩაიტარა, ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და ის თავის კლუბს უახლოეს მატჩში დაეხმარება.

16 ოქტომბერს მიქაუტაძის გუნდი სტუმრად “უნიონთან” ითამაშებს.

ქართველ ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში “სერენში” 5 მატჩში 7 გოლი აქვს, 7 გოლიდან კი 2 ჰეთ-თრიკია.