“მინდა, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში დავბრუნდე” – საბა კვირკველია

შენგელია ტრავმირებულია – თორნიკე უახლოეს მატჩებს გამოტოვებს
ოქტომბერი 14, 2021
„ძალიან მინდა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე დავეხმარო“ – გიორგი ცინცაძე
ოქტომბერი 14, 2021

საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი საბა კვირკველია კარიერას უკრაინის პრემიერლიგაში გააგრძელებს. დღეს მისი ტრანსფერი ხარკოვის “მეტალისტ 1925”-ის ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა.

ახალ კლუბში გადასვლის შემდეგ კვირკველიამ გუნდის გვერდს ვრცელი ინტერვიუ მისცა, ჩვენ კი მონაკვეთს გთავაზობთ, სადაც ის საქართველოს ნაკრებზე საუბრობს.

– წელს თქვენ მხოლოდ ერთხელ ითამაშეთ საქართველოს ნაკრებში. ალბათ თქვენი ერთ-ერთი პირველი ამოცანა ნაკრებში დაბრუნებაა… 

– რა თქმა უნდა, ეროვნულ ნაკრებში დაბრუნება ჩემი მიზანია. ყველა ფეხბურთელი ოცნებობს თავისი ქვეყნისთვის თამაშზე, ამაში დარწმუნებული ვარ. უკვე 10 წელია ეროვნულ ნაკრებში ვთამაშობ. მაგრამ მიზანი მხოლოდ ნაკრებში თამაში კი არ არის – მინდა კიდევ არაერთი წელი ვითამაშო მაღალ დონეზე.

შეგახსენებთ, რომ 29 წლის მცველმა უკრაინულ კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა.