ბითაძემ და მამუკელაშვილმა უსახურად ითამაშეს – ქართველების წარუმატებელი დღე

VIDEO ზედიზედ მეორედ-შენგელია ევროლიგაზე საუკეთესოა
ოქტომბერი 14, 2021
განახლება: TOP 10 ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელი
ოქტომბერი 14, 2021

დღეს დილით, ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის – NBA -ს წინასასეზონო მატჩები გაიმართა.

გოგა ბითაძის “ინდიანა” “მემფისს” შეხვდა და 109-107 დაამარცხა. ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 8 წუთი გაატარა, თუმცა სამწუხაროდ ქულების დაგროვება, მოხსნა, შედეგიანი გადაცემა ან დაფარება ვერ მოახერხა და ყოველგვარი მარგი ქმედების გარეშე დაასრულა მატჩი.ქართველ ცენტრს, ბურთის კალათში მოთავსების სამი მცდელობა ჰქონდა, თუმცა სამწუხაროდ სამივე არაზუსტი გამოდგა. მისი პარკეტზე ყოფნის პერიოდში კი ინდიანა მეტოქეს 5 ქულით ჩამორჩებოდა.

სასიამოვნოა, რომ 54-ე პიკად აყვანილ მამუკელაშვილს თავისი გუნდი ნდობას უცხადებს და სათამაშო დროსაც აძლევს. განვლილი მატჩებისგან განსხვავებით სანდროს ამ თამაშში სროლა არ წაუვიდა. ქართველის მილოუკი “ბაქსი” იუტა “ჯაზს” დაუპირისპირდა და 124-120 დამარცხდა, ჩვენებური პარკეტზე 16 წუთის განმავლობაში იყო, სანდრომ ამ პერიოდში 2 ქულის (8-დან 1)  7 მოხსნის (1 მეტოქის ფარზე) და 1 დაფარების დაგროვება შეძლო.

”ბაქსიც” და “ინდიანაც” აქტიურად განაგრძობენ მზადებას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის დასაწყებად, ქართველი მოთამაშეები კი საკუთარ გუნდებში სათამაშო პრაქტიკას ჯერ ჯერობით იღებენ და იმედია ასეც გაგრძელდება.

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს სანაკრებო შეკრება ნოემბერში უწევს, ჩვენი ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჩაერთვება.