“რთული პერიოდი გადაიტანა და ქართველ გულშემატკივარს ახარებს” – ბასილაშვილის მამა

ბასილაშვილი VS ციციპასი – პირველად მასტერსის 1/4-ფინალში
ოქტომბერი 14, 2021
კაშია და წიტაიშვილი Whoscored-ის სიმბოლურ გუნდში
ოქტომბერი 14, 2021

საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ისტორია დაწერა. კალიფორნიაში მიმდინარე ინდიან უელსის 1000 ქულიან მასტერსზე ნიკა 1/4-ფინალში იასპარეზებს.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც 29 წლის ქართველი ჩოგბურთელი მასტერსის საუკეთესო რვა მონაწილეს შორის მოხვდა. ნიკამ 1/8-ფინალურ სტადიაზე რუსი კარენ ხაჩანოვი დაამარცხა.

ამ გამარჯვების შემდეგ, ნიკოლოზ ბასილაშვილის მამას, ნოდარ ბასილაშვილს ვესაუბრეთ.

     დიდი მადლობა სრულიად საქართველოს გულშემატკივრობისთვის. ნიკამ რთული პერიოდი გადაიტანა, მაგრამ უკვე დაიბრუნა ძველი ფორმა და აგრძელებს ქართველი გულშემატკივრის გახარებას.

ესაა ყველაზე დიდი ბედნიერება, როდესაც შენი შვილი თავისი წარმატებით მთელ საქართველოს ახარებს. კიდევ ერთხელ, მადლობა ყველას ქომაგობისთვის და მჯერა, ნიკა მათ კიდევ ბევრ სიხარულს აჩუქებს,”- გვითხრა ნოდარ ბასილაშვილმა.

შეგახსენებთ, ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან უელსის 1/4 ფინალში მსოფლიო რეიტინგის მე-3 ნომერს სტეფანოს ციციპასს დაუპირისპირდება