VIDEO ზედიზედ მეორედ-შენგელია ევროლიგაზე საუკეთესოა

ბასილაშვილმა რუსი ჩოგბურთელი დაამარცხა – ქართველი მასტერსის 1/4 ფინალში ითამაშებს
ოქტომბერი 13, 2021
ბითაძემ და მამუკელაშვილმა უსახურად ითამაშეს – ქართველების წარუმატებელი დღე
ოქტომბერი 14, 2021

ევროლიგამ 2021/22 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის III ტურის მოთამაშედ საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის ცსკა-ს კალათბურთელი თორნიკე შენგელია დაასახელა.

თორნიკემ მე-3 ტურში ზენიტთან 77:67 მოგებულ მატჩში ევროლიგაზე პირადი რეკორდი დაამყარა. მის ანგარიშზე 33 ქულა, 8 მოხსნა, 1 პასი და 2 ჩაჭრა იყო.

თორნიკეს მარგი ქმედების კოეფიციენტი +37 იყო, რაც არა მარტო მატჩში, მესამე ტურში აღმოჩნდა საუკეთესო.