7 ქართველი მორაგბე ევროპის ჩემპიონატის სიმბოლურში

საბა კვირკველია უკრაინის პრემიერლიგაში ითამაშებს
ოქტომბერი 14, 2021
სერიოზული არაფერია – მიქაუტაძე უნიონთან ითამაშებს
ოქტომბერი 14, 2021

რაგბი ევროპის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა განვლილი 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრები დაასახელა და მასში ერთბაშად 7 ქართველი მორაგბე მოხვდა.

საუკეთესო თხუთმეტეულში არიან: ბურჯი ირაკლი აფციაური, მესამეხაზელები რატი ზაზაძე და ნიკოლოზ სუთიძე, 9 ნომერი დავით ხუროშვილი, მგეზავი პეტრე ხუციშვილი და გარემარბები – შალვა აფციაური და საბა არჩვაძე.

შეგახსენებთ, რომ უმცროსმა “ბორჯღალოსნებმა” რუსეთის ქალაქ კალინინგრადში გამართული ტურნირი ძალიან დამაჯერებლად მოიგეს და ევროპის ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მესამედ მოიპოვეს.

ქართველმა მორაგბეებმა მეოთხედფინალში ჩეხეთი 76:0 გაანადგურეს, ნახევარფინალში ბელგიელებს 37:3 სძლიეს, ფინალში კი პორტუგალიას აჯობეს – 27:0.