ჩვენ შესახებ
“ქართული სპორტის ქომაგები” – ეს არის ენთუზიაზმითა და პატრიოტიზმით განმსჭვალული ადამიანების ჯგუფი, რომელიც მოწოდებულია საქართველოში გულშემატკივრობის კულტურის ჩვენ შესახებ დასახვეწად და ასამაღლებლად.

ჩვენი მიზანია, სტადიონზე თუ დარბაზში, ყველგან, სადაც ჩვენი საყვარელი გუნდი გამოვა, მივიდეთ და გავამხნევოთ ჩვენი სპორტსმენები მთელი თამაშის მანძილზე. რაც ყველაზე მთავარია, ჩვენთან გაწევრიანებულ თითოეულ ადამიანს ევალება, არ დაზოგოს თავი, არ დაზოგოს ხმის იოგები, იმისათვის რომ ქომაგობა არენაზე იყოს გრანდიოზული და შთამბეჭდავი... იმისათვის, რომ ჩვენმა ფეხბურთელებმა, კალათბურთელებმა, მორაგბეებმა (თუ სხვა სპორტის წარმომადგენლებმა) იგრძნონ ჩვენი თანადგომა და მაქსიმალურად დაიხარჯონ შედეგის მისაღწევად.

სლოგანი - ,,ბრძოლა, ჟინი, თავდადება, მოგვიტანეთ გამარჯვება"... ჩვენს სპორტსმენებს ვთხოვთ სწორედ ბრძოლას, ჟინსა და თავდადებას, რომელიც გამარჯვებას მოგვიტანს.

ყველაფერს საფუძველი 2010 წლის 11 სექტემბერს ჩაეყარა გაზეთ ,,მსოფლიო სპორტის’’ ინტერნეტ საიტზე, მომხმარებელთა მიერ გამოთქმული ინიციატივის შედეგად მოეწყო შეკრება, სადაც მოხდა სამომავლო გეგმების დასახვა (რა ფორმით უნდა დაგვეჭირა მხარი ჩვენი სპორტსმენებისთვის). შეიქმნა გამამხნევებელი შეძახილები, რომლებიც რეპეტიციებზე დაიხვეწა, ბევრისთვის ღიმილის მომგვრელი და ერთი შეხედვით უცნაური ხალხის იქამდე გაუგონარი შეძახილების წარმოთქმა ‘’ქომაგებს’’ პესიმიზმის საშუალებას არ გვაძლევდა.

უფრო მეტი ეფექტის შესაქმნელად გადაწყდა ყველასგან გამოსარჩევი ეკიპირების შეძენა - თეთრი მაისური და თეთრ-წითელი შარფები.

წლების მატებასთან ერთად უფრო და უფრო ვხვეწავდით და ვცდილობდით უფრო მაღალ საფეხურზე აგვეწია საქართველოში გულშემატკივრობის კულტურა. ბევრისთვის დაუჯერებელი სხვადასხვა პერფორმანსების, შოუების შექმნით გამოვხატავთ ჩვენს მხარდაჭერას ქართველი სპორტსმენებისთვის.

ჩვენთან გაწევრიანება ძალიან მარტივია და ასაკი შეზღუდული არ არის.

ორგანიზაციის დაარსების დღეა 11.09.2010.