სამოყვარულო ფეხბურთის გუნდი ქომაგები
სამოყვარულო ფეხბურთის გუნდი ქომაგები

"ქომაგების" მოყვარულთა საფეხბურთო გუნდი დაარსდა 2010 წელს. მას შემდეგ, რაც საქართველოში შეიქმნა პირველი ოფიციალური ფან-კლუბი "ქართული სპორტის ქომაგები".
ჩვენი გუნდის წევრები არიან რიგითი ქომაგები, რომლებიც ტრიბუნიდან უჭერენ მხარს საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს. მოყვარულ ფეხბურთელებისგან შემდგარი გუნდი, წლების მანძილზე წარმატებით გამოდის სხვადასხვა ტურნირებზე.
თავდაპირველად ჩვენი საფეხბურთო გუნდი მინი ფეხბურთის ტურნირებზე ასპრაზეობდა, რომელიც იმართებოდა თბილისის მასშტაბით.
"ქომაგების" გუნდს მონაწილეობა აქვს მიღებული საქართველოს ფუტსალის თასისა და "დევი სირაძის მემორიალში", რომელიც ასევე საქართველოს ფუტსალის ასოციაციის მიერ იყო ორგანიზებული.
გარდა თბილისისა, ჩვენი გუნდი ასპარეზობს საქართველოს მთელი მასშტაბით, სადაც მონაწილეობა მიღებული გვაქვს არაერთ შეჯიბრებაში. 2017 წელს, "ქომაგებმა" მიიღო არასამეწარმეო იურიდიული პირის სტატუსი და მას შემდეგ, სამოყვარულო ფეხბურთის გუნდი გამოდის 11 X 11 ზე შეჯიბრებებში დიდ ფეხბურთში.
მიღწევები :
დიპლომატ სერვისის თასი [III] - 2010 წ.
დიპლომატ სერვსისის თასი [1/4], 2011 წ.
ბალუს თასი [III] 2012 წ.
ჯეოსპორტის თასი [III] 2013 წ.
დასავლეთის თასი [II] 2014 წ.
დევის თასი [1/4] 2014 წ.
საქართველოს თასი ფუტსალიში [1/8] 2015 წ.
ჩიბოს თასი [II] 2015 წ.
ლოხოს თასი [I] 2016 წ.
ლოხოს თასი [II] 2016 წ.
ჩიბოს თასი [III] 2016 წ.
მოყვარულთა თასი [VII] 2017 წ.