ერთიანი საქართველო ქომაგების ტრიბუნაზე

    2018-09-08 22:44

...
ხვალ ქომაგების ტრიბუნაზე ერთიანი საქართველო იდგება, ჩვენი ბიჭების გასამხნევებლად და ნანატრი ოცნებისაკენ კიდევ ერთი ნაბიჯის გადასადგმელად.

რაგბი


U20 მსოფლიოს ჩემპიონატი თბილისსა და ქუთაისში

    2017-05-25 22:12

   

...
31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით თბილისი და ქუთაისი მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებენ. სხვადასხვა ნაკრებები უკვე ნელნელა ჩამოდიან საქართველოში. გუშინ, მსოფლიო ჩემპიონატის ბილეთების გაყიდვა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროებში დაიწყო, ავჭალის სტადიონზე ბილეთები 31 მაისიდან მხოლოდ სამატჩო დღეებში 11 საათიდან სამატჩო დღის ბოლო მატჩამდე გაიყიდება,აია არენა-ზე კი 28 მაისიდან იქნება შესაძლებელი ბილეთების ყიდვა. ონლაინ ბილეთის შეძენას კი TKT.Ge-ზე მოახერხებთ.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები 2015 წელს, ლისაბონში გამართული მსოფლიო ალაფის გამარჯვებულია, ხოლო 2016 წელს ინგლისში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-10 ადგილს დასჯერდა.

წლევანდელ მსოფლიოზე უმცროსი ბორჯღალოსნების სატურნირო რაზმი ასე გამოიყურება :

შერკინება : უშანგი ჭეიშვილი (მონპელიე, საფრანგეთი), გურამ გოგიჩაშვილი (ლოკომოტივი), ლევან პაპიძე (ლელო-სარასენს), თენგიზ ზამთარაძე (ლელო-სარასენს), ლაშა ტაბიძე (ბორდო, საფრანგეთი), გურამ პაპიძე (ლიონი, საფრანგეთი), რევაზ დუგლაძე (ლელო-სარასენს), ლაშა ჯაიანი (ექსეტერი, ინგლისი), კობა ჯიმშელეიშვილი (არმაზი), ბექა საღინაძე (ლელო-სარასენს), შოთა არეშიძე (აია), ილია სპანდერაშვილი (არმია), არსენ მაჩალაძე (აია), თორნიკე ჯალაღონია (ჯიქი), გიორგი ნუცუბიძე (აია), ალექსანდრე კალმახელიძე (არმია);
ხაზი : გელა აფრასიძე (ლელო-სარასენს), საბა სვიმონიშვილი (შარქსი, სამხრეთ აფრიკა), ლუკა დვალიშვილი (არმაზი), თედო აბჟანდაძე (აია), გიორგი წიკლაური (ჯიქი), გიორგი გოგოლაძე (მონპელიე, საფრანგეთი), ბეჟან გავაშელიშვილი (ლელო-სარასენს), აკაკი ტაბუცაძე (ლელო-სარასენს), დავით მესხი (არმია), საბა სვიმონიშვილი (შარქსი, სამხრეთ აფრიკა), ლადო მიმინოშვილი (ბათუმი), გიორგი კვესელაძე (ლელო-სარასენს), მირიან მოდებაძე (აია).
რეზერვი : ალექსანდრე ნახუცვრიშვილი (არმია), ბექა მამუკაშვილი (ლელო-სარასენს), სანდრო მამამთავრიშვილი (თი ბი ეს უნივერსიტეტი), ლევან ჭავჭავაძე (არმია), გიორგი ნუცუბიძე (ჯიქი), გიგა გრიგალაშვილი (ლელო-სარასენს).

აქედან შვიდმა მორაგბემ, შარშანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე, მანჩესტერში იასპარეზა. შერკინების მოთამაშეებიდან წინა მსოფლიო ჩემპიონატზე უშანგი ჭეიშვილს და ლაშა ტაბიძეს უთამაშია, მესამე ხაზიდან ილია სპანდერაშვილს. ხაზის მოთამაშეებიდან ინგლისში იყვნენ გელა აფრასიძე, მირიან მოდებაძე, დავით მესხი, ლადო მიმინოშვილი და გიორგი კვესელაძე.
მოსამზადებელი პერიოდის დასასრულს, სამხრეთ აფრიკულ ‘ვესტერნ პროვინსთან’ გამართულ საკონტროლო მატჩებზე დაშავდნენ და ტურნირს გამოტოვებენ ფულბეკი ლუკა იურინი და მგეზავი დავით მოძღვრიშვილი.

20-წლამდელთა ჩემპიონატს უმცროსი ბორჯღალოსნები ‘ავჭალაზე’ იწყებენ და 31 მაისს არგენტინას, 4 ივნისს სამხრეთ აფრიკას და 8 ივნისს საფრანგეთს ხვდებიან.

ბარბარე თუთაბერი






ახალი მატჩი

8 სექტემბერი 20:00 სთ


-
საქართველო 
 დანია

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი

გამოკითხვა

რომელი გუნდი გაიმარჯვებს?