ერთიანი საქართველო ქომაგების ტრიბუნაზე

    2018-09-08 22:44

...
ხვალ ქომაგების ტრიბუნაზე ერთიანი საქართველო იდგება, ჩვენი ბიჭების გასამხნევებლად და ნანატრი ოცნებისაკენ კიდევ ერთი ნაბიჯის გადასადგმელად.

რაგბი


ბორჯღალოსნების რაზმი ამერიკული ტურნეზე

    2017-05-25 22:26

   

...
ბორჯღალოსნები შევარდენზე 29-იდან 31 მაისამდე სამდღიან შეკრებას გაივლიან, გუნდი 3 ივნისს ჩრდილოეთ ამერიკაში, კანადაში გაემგზავრება.

ამერიკულ ტურნეზე საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები უძლიერესი შემადგენლობით გამოვა. ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, მილტონ ჰეიგმა, გაფართოებულ შემადგენლობაში დუდუ ქუბრიაშვილი, გიორგი თეთრაშვილი, ვახტანგ მაისურაძე, ბექა გორგაძე, ბადრი ლიპარტელიანი, ანზორ სიჭინავა, ირაკლი სვანიძე სხვადასხვა მიზეზთა გამო მოისაკლისა, რამდენიმე მათგანი ტრავმის გამო.

ბორჯღალოსნების საშეკრებო შემადგენლობა 2017 წლის ივნისის ტესტებისთვის :
შერკინება : ანტონ ფეიქრიშვილი (კარდიფი, უელსი), თორნიკე მატარაძე (ლიონი, საფრანგეთი), მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე, საფრანგეთი), ჯაბა ბრეგვაძე (ვუსტერი, ინგლისი), შალვა მამუკაშვილი (ტულონი, საფრანგეთი), ბადრი ალხაზაშვილი (ტულონი, საფრანგეთი), სოსო ბეკოშვილი (ბრივი, საფრანგეთი), ირაკლი მირცხულავა (ოიონა, საფრანგეთი), კარლენ ასიეშვილი (ბრივი, საფრანგეთი), ლევან ჩილაჩავა (ტულონი, საფრანგეთი), კოტე მიქაუტაძე (მონპელიე, საფრანგეთი), გიორგი ჩხაიძე (დომონი, საფრანგეთი), გიორგი ნემსაძე (ბრისთოლი, ინგლისი), ნოდარ ჭეიშვილი (ლელო სარასენსი), ოთარ გიორგაძე (კლერმონი, საფრანგეთი), ბექა ბიწაძე (შონბრი, საფრანგეთი), მიხეილ გაჩეჩილაძე (ენისეი, რუსეთი), გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი), ლაშა ლომიძე (ლონდონ აირიში, ინგლისი), ვიტო კოლელიშვილი (კლერმონი, საფრანგეთი), გიორგი ცუცქირიძე (ბრივი, საფრანგეთი);
ხაზი : ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, საფრანგეთი), გიორგი ბეგაძე (ყოჩები), ვაჟა ხუციშვილი (ლოკომოტივი), ლაშა მალაღურაძე (კრასნი იარი, რუსეთი), ლაშა ხმალაძე (ლელო სარასენსი), რევაზ ჯინჭველაშვილი (ბაგრატი), დავით კაჭარავა (ენისეი, რუსეთი), თამაზ მჭედლიძე (აჟენი, საფრანგეთი), მერაბ შარიქაძე (ორიაკი, საფრანგეთი), გიორგი კოშაძე (ხარები), ალექსანდრე თოდუა (ლელო სარასენსი), იოსებ მათიაშვილი (აკადემია), გიორგი ფრუიძე (ბაგრატი), მერაბ კვირიკაშვილი (ლელო სარასენსი), ბექა წიკლაური (ლოკომოტივი).

1 ივნისს გახდება ცნობილი იმ 33 მორაგბის ვინაობა, რომლებიც 3 ივნისს კანადაში გაემგზავრებიან. მოსამზადებელ შეკრებაზე არ იქნებიან ის მოთამაშეები, რომელთა გუნდებიც საფრანგეთის ტოპ 14-ის პლეი ოფში თამაშობენ.

ბორჯღალოსნები 10 ივნისს (საქართველოს დროით 01:00, 11 ივნისი) ქალგარიში კანადას შეხვდებიან, 17 ივნისს (საქართველოს დროით 03:00 18 ივნისი) ამერიკის შეერთებულ შტატებში, ატლანტაში გადაინაცვლებენ, სადაც ''არწივებს'' (აშშ) შეერკინებიან, 24 ივნისს, (საქართველოს დროით 23:15 საათზე), ჰუჰუიში კი ''პუმებს'' (არგენტინა) დაუპირისპირდებიან.

ბარბარე თუთაბერი






ახალი მატჩი

8 სექტემბერი 20:00 სთ


-
საქართველო 
 დანია

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი

გამოკითხვა

რომელი გუნდი გაიმარჯვებს?