ერთიანი საქართველო ქომაგების ტრიბუნაზე

    2018-09-08 22:44

...
ხვალ ქომაგების ტრიბუნაზე ერთიანი საქართველო იდგება, ჩვენი ბიჭების გასამხნევებლად და ნანატრი ოცნებისაკენ კიდევ ერთი ნაბიჯის გადასადგმელად.

კალათბურთი


"გოლდენ სტეიტმა" სერიის პირველ შეხვედრაში 22 ქულის სხვაობით იმარჯვა

    2017-06-02 09:44

   

...
დღეს გამთენიისას მსოფლიოს სპორტულ ცენტრად ქალაქი ოკლენდი იყო ქცეული, სადაც კალათბურთის გულშემატკივართა ყურადღება "ორექალ არენისკენ" იყო მიმართული.
NBA-ს მიმდინარე გათამაშების სუპერფინალში ერთმანეთს ბოლო წლების მსოფლიოს ორი საუკეთესო გუნდი, "გოლდენ სტეიტ ვორიორზი" და "კლივლენდ კავალიერსი" ხვდებოდა. მოგეხსენებათ, "კავალერია" კლივლენდიდან მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელის, ლებრონ ჯეიმსის გარშემოა აწყობილი, კალიფორნიული "ვორიორზი" კი, უმაღლესი კლასის მოთამაშეებით დაკომპლექტებული გუნდია, რომელიც აქცენტს სწრაფ, შეთამაშებულ და შემტევ ტაქტიკაზე აკეთებს, კალათბურთელები კი ერთმანეთს "ხუთი თითივით იცნობენ".
სწორედ ეს ხუთეულია მეომართა მამოძრავებელი ძალა, რომლის მექანიზმიც საქართველოს ნაკრების კაპიტანი, ზაზა ფაჩულიაა. როგორც ხედავთ, ქართველ გულშემატკივარს ტოპ-კლასის სანახაობით დასატკბობად კიდევ ერთი მიზეზი აქვს.

უშუალოდ შეხვედრამ მოლოდინები გაამართლა და ორექალ არენაზე შეკრებილმა გულშემატკივარმა უმაღლესი კლასის კალათბურთი იხილა, მათმა უმრავლესობამ კი გამარჯვებითაც გაიხარა. "მეომრებმა" სტუმრები გუნდური, დაბალანსებული თამაშის ხარჯზე ოთხივე მეოთხედში დაჯაბნეს და საბოლოოდ 113:91 იმარჯვეს.
გამარჯვებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ქართველ ცენტრს, რომელიც ტრადიციულად სასტარტო შემადგენლობაში იყო და მთელი გუნდის შავი სამუშაო იკისრა. ლებრონ ჯეიმსის, კაირი ირვინგის, კევინ ლავის და სხვათა წინააღმდეგ დაცვაში უბადლო თამაშს, ზაზამ შეტევაში მოპოვებული 8 ქულაც დაამატა. საბოლოო ჯამში, ფაჩულიას მონაგარი 14 წუთში, 8 ქულა (5-დან 4 ორქულიანი), 6 მოხსნა (2 შეტევაში), და 2 ჩაჭრა გახლდათ, ბურთი არცხერთხელ არ დაუკარგავს, პასივში კი მხოლოდ 3 პერსონალური ჯარიმა ჰქონდა.
ცალკე აღნიშვნის ღირსია ზაზას ტყორცნების სიზუსტე თამაშიდან (80%), რითაც პრაქტიკულად საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა ჩვენს კაპიტანს, ორივე გუნდის რიგებში. ერთადერთი ვინაც 100%-იანი შედეგი დააფიქსირა მატჩში, მისი თანაგუნდელი, ჯეიმს მაკადუ იყო. თუმცა, ამ უკანასკნელმა მხოლოდ ერთადერთხელ შეუტია ფარს.
ასევე გამოკვეთილად უნდა აღინიშნოს ზაზას უშუალო ვიზავის, კლივლენდელთა ცენტრის, ტრისტან ტომპსონის შედეგიც, რომელმაც 22 წუთში ქულა ვერ ჩააგდო (სამივე სროლა გააცუდა) და მხოლოდ 4 მოხსნასა და 2 პასს დასჯერდა. ამაში კი უდიდესი წვლილი სწორედ ფაჩულიას მიუძღვის.
ზაზასთვის მიცემული მცირე დრო იმით იყო განპირობებული, რომ "მეომართა" სარდალმა, სტივ კერიმ,  გუნდის ყველა მოთამაშეს მისცა შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება.

საუკეთესო მექულე, როგორც კალიფორნიელთაგან, ისე მთლიანად მატჩში, კევინ დიურანტი გახდა, რომელმაც 37 წუთში 38 ქულა (პლიუს 8-8 მოხსნა-პასი) დაგროვა. დურანტს 10 ქულით ჩამორჩა სტეფ კარი, რომელმაც 3 წუთით ნაკლები ითამაშა, თუმცა ორმაგი დუბლი შეასრულა და მატჩის საუკეთესო მეპასეც გახდა (10 გადაცემა). დრეიმონდ გრინმა და კლეი ტომპსონმა მხოლოდ 9 და 6 ქულის მოგროვება შეძლეს.

რაც შეეხება კლივლენდს, აქ საუკეთესო, რა თქმა უნდა, "მეფე" გახლდათ. ლებრონმა 40 წუთში 28 ქულა, 15 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. კავალერისტთა შუთერმა კაირი ირვინგმა 24 ქულა შესძინა საკუთარ გუნდს, კევინ ლავმა კი 15 ქულასა და 21 მოხსნას მოუყარა თავი.

ფინალური სერიის მეორე შეხვედრა 5 ივნისს, თბილისის დროით 04:00 საათზე, ისევ ოკლენდში, ამავე არენაზე გაიმართება.

ამირან შაიშმელაშვილი






ახალი მატჩი

8 სექტემბერი 20:00 სთ


-
საქართველო 
 დანია

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი

გამოკითხვა

რომელი გუნდი გაიმარჯვებს?