ერთიანი საქართველო ქომაგების ტრიბუნაზე

    2018-09-08 22:44

...
ხვალ ქომაგების ტრიბუნაზე ერთიანი საქართველო იდგება, ჩვენი ბიჭების გასამხნევებლად და ნანატრი ოცნებისაკენ კიდევ ერთი ნაბიჯის გადასადგმელად.

რაგბი


ყრუ კედელი ქართული რაგბის გარშემო

    2017-06-03 01:37

   

...
აბსოლუტური სიჩუმე, ცარიელი ტრიბუნები და საქართველოს პატარა დროშა. ეს იმ ფაქტების არასრული ჩამონათვალია, რითაც რაგბის 20 წლამდელთა მაოფლიოს ჩემპიონატის პირველმა დღემ დაგვამახსოვრა თავი.
ვფიქრობდი, 31 მაისის შემდეგ კარგ რაგბიზე და ჩემპიონატის ხიბლზე მომიწევდა საუბარი, თუმცა მოხდა ყველაფერი ისე, რომ პირიქით, ნეგატივზე მიწევს წერა. არამც და არამც არ იფიქროთ, თითქოს ჩვენი ბიჭების გამოსვლით ვიყო უკმაყოფილო. პირიქით, პატარა ბორჯღალოსნებმა მშვენიერი, სანახაობრივი, თვალსასეირო მატჩი აჩვენეს და მრისხანე არგენტინას ტოლი არ დაუდეს. რაგბი ლოგიკური სპორტია და ძნელია თუნდაც ისეთ ნიჭიერ ბიჭებს, როგორებიც ჩვენს ნაკრებში ბურთაობენ, მიზნად არგენტინის დამარცხება დაუსახო. რეალური ამოცანა ალბათ ბოლომდე ბრძოლა, სწრაფი და ტექნიკური მატჩის ჩვენება იყო, რასაც ჩვენმა ბიჭებმა თავი შესანიშნავად გაართვეს და არაერთი დასამახსოვრებელი მომენტით გვასიამოვნებს. დიახ, სწორედ ამ ბიჭების კარგი თამაში მაიძულებს, რომ ვწერო ნეგატივზე. დიდ ილიას უთქვამს თავის დროზე "მოყვარეს პირში უზრახე, მტერს - პირს უკანაო" და მე ახლა სწორედ ამის გაკეთებას ვაპირებ. ეს ბიჭები, ეს ქვეყანა და ჩვენ, ხალხი, უკეთესს ვიმსახურებთ.
სრული სიჩუმე
მინდა რიტორიკული კითხვა დავსვა - შენ, პატივცემულო მკითხველო, გრძნობ რომ შენს ქვეყანაში ასეთი მასშტაბის სპორტული ფორუმი ტარდება? ხედავ გარშემო სარაგბო გარემოს? გაქვს განცდა, რომ ქვეყანაში რაგბის ზეიმია?

დასწრება მატჩებზე
შეხვედრაზე დასასწრები ბილეთები 20 ლარი ღირს. დიახ, ამ 20 ლარით დღის ყველა მატჩს დაესწრები. მაგრამ, ძვირფასო მკითხველო, განა ბევრი იცით ვისაც იმდენი თავისუფალი დრო აქვს, რომ მთელი დღე ავჭალის სტადიონზე გაატაროს? ხოლო ვისაც რეალურად აქვს ამდენი დრო, ვეჭვობ, უსამსახურობის გამო, ბილეთის ყიდვას ვერ შეძლებდა. სამწუხაროდ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისათვის 20 ლარი საკმაოზე დიდი თანხაა. თანაც, მე პირადად, სტადიონზე ეულად არასოდეს წავსულვარ, ყოველთვის მეგობრების ან ოჯახის წევრების გარემოში მივდივარ ხოლმე, ასეთ შემთხვევაში კი ეს 20 ლარი ერთი ორად მრავლდება. შედეგად კი ვიღებთ რას? ნახევრად ცარიელ ტრიბუნებსა და ღობის გარედან მომზირალ გულშემატკივრებს. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ჩემპიონატი არ არის სახალხო.

საქართველოს დროშა ქუთაისის სტადიონზე.
ქუთაისის სტადიონზე, სარაგბო ფორუმზე მონაწილე ქვეყნების სახელმწიფო დროშები ფრიალებდა. მათ შორის იყო საქართველოს ეროვნული დროშაც, რომელიც რამდენჯერმე ჩამორჩებოდა დანარჩენი ქვეყნების დროშის ზომას. მთელი დღის განმავლობაში უამრავი აზრი მოვისმინე ამასთან დაკავშირებით. ერთნი ფიქრობდნენ, რომ დროშის ზომას მნიშვნელობა არ აქვს, ხოლო მეორენი პირიქით, კანონდარღვევასაც კი უწოდებდნენ აღნიშნულს და კონსტიტუციიდან მუხლებიც მოჰყავდათ. აბსოლუტურმა უმრავლესობამ კი ეს ფაქტი ეროვნული სიმბოლიკის შეურაცხყოფად აღიქვა და ალბათ მართლებიც არიან.
დარწმუნებული არ ვარ, რომ ყრუ კედელი, რომელიც რაგბის კავშირმა ააშენა, ამ სტატიით დაინგრევა, მაგრამ ვფიქრობ, ამ კედელს ჩვენ ჩვენი წილი აგური უნდა გამოვაცალოთ. დიახ, ეს ჩვენი გასაკეთებელია, გულშემატკივრების, რადგან, რატომღაც ქართველი ჟურნალისტები სიჩუმეს ამჯობინებენ. დიახ, მათ დასასმელ შეკითხვებს ჩვენ ვსვამთ. პასუხები? პასუხები თქვენთვის მოგვინდია.

ქართული სპორტის ქომაგები






ახალი მატჩი

8 სექტემბერი 20:00 სთ


-
საქართველო 
 დანია

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი

გამოკითხვა

რომელი გუნდი გაიმარჯვებს?