ერთიანი საქართველო ქომაგების ტრიბუნაზე

    2018-09-08 22:44

...
ხვალ ქომაგების ტრიბუნაზე ერთიანი საქართველო იდგება, ჩვენი ბიჭების გასამხნევებლად და ნანატრი ოცნებისაკენ კიდევ ერთი ნაბიჯის გადასადგმელად.

კალათბურთი


საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაზე ''დინამოს'' მეტოქე ცნობილია

    2017-07-11 21:54

   

...
2012/13 წლების სეზონში საკალათბურთო კლუბმა ''არმიამ'' რომ ევროჩელენჯზე ითამაშა მას შემდეგ ქართულ საკალათბურთო კლუბს ევროტურნირზე არ უთამაშია, წელს კი ეს უსიამოვნო ტრადიცია დაირღვა, საქართველოს 2017 წლის ჩემპიონი თბილისის ''დინამო'' სექტემბრიდან საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩაერთვება, დედაქალაქელებს ჯგუფურ ეტაპამდე მისაღწევად 3 ეტაპის გავლა მოუწევთ, თუმცა დამარცხების შემთხვევაში ისინი ავტომატურად გადაერთვებიან ფიბას საკალათბურთო ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე.

დღეს ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლების სეზონის წილისყრა იყო და გაირკვა ის გზა რომლის გავლაც თბილისელებს ჯგუფურ ეტაპამდე მოუწევთ. ''დინამოს'' მეტოქე პირველ ეტაპზე საკმაოდ სერიოზული ესპანური კლუბი ''ხუვენტუდი'' იქნება, მატჩები 19-21 სექტემბერს გასვლა-სახლის პრინციპით გაიმართება. ესპანური ბარიერის დაძლევის შემთხვევაში მტკვირსპირელებს ფინური ''კატაია'' ელით, მეორე ეტაპის მატჩები 24-26 სექტემბერსაა ჩანიშნული, ხოლო ამ ბარიერის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში მე-3 ეტაპზე ''დინამოს'' მეტოქე გერმანული ''ბონი'' იქნება. მესამე ეტაპის მატჩები 29 სექტემბერსა და 2 ოქტომბერს გაიმართება.

გვადი ბიგვა






ახალი მატჩი

8 სექტემბერი 20:00 სთ


-
საქართველო 
 დანია

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი

გამოკითხვა

რომელი გუნდი გაიმარჯვებს?