ერთიანი საქართველო ქომაგების ტრიბუნაზე

    2018-09-08 22:44

...
ხვალ ქომაგების ტრიბუნაზე ერთიანი საქართველო იდგება, ჩვენი ბიჭების გასამხნევებლად და ნანატრი ოცნებისაკენ კიდევ ერთი ნაბიჯის გადასადგმელად.

სხვადასხვა


გაგამარუმ ანგარიში გახსნა

    2017-07-13 08:50

   

...
აიჩის პრეფექტურაში მიმდინარე ნაგოია ბაშოს მე-4 ტურში პირველი გამარჯვება იზეიმა მაკუუჩი დივიზიონს დაბრუნებულმა გაგამარუმ და მშრალი სერიაც შეწყვიტა. აღმოსავლეთის მე-16 მაეგაშირად განთესილმა ქართველმა გოლიათმა იაპონელ მე-14 მაეგაშირა კოტოიუკის ჰატაკიკომის ილეთით სძლია. გაგამ თავიდანვე აქტიურად შეუტია მეტოქეს, თუმცა იაპონელიც არ აკლებდა ცუპარებს. ჩვენებურმა კი ერთ-ერთ ეპიზოდში შეტევის ტაქტიკა შეცვალა, უკნიდან დაქაჩა კოტოიუკის კეფაში ორივე ხელით და დოჰიოზე გულდაღმა დაანარცხა.

ჯუღელის მომდევნო მეტოქე ჯურიოს დივიზიონიდან ერთი დღით ამონაცვლებული, ლიგის 1-ლი ნომერი, ბრაზილიელი გოლიათი კაისეი იქნება, რომელსაც ჩვენებურის საპირისპირო ბალანსი აქვს ბაშოზე (3-1). ქართველი და ბრაზილიელი გოლიათები 13-ჯერ შეყრილან წარსულში, სადაც მცირე უპირატესობა გაგამარუს მხარესაა - 7:6.

ვერ მოახერხა ზედიზედ მეორე სასწაულის მოხდენა და ბაშოზე მეორე კინბოშის აღება ტოჩინოშინმა. მონღოლი იოკოძუნა ჰარუმაფუჯი ძალზე კარგად მომზადებული შეხვდა მე-2 მაეგაშირას სტატუსით მებრძოლ ქართველ ფალავანს. "მზიური ცხენი" დაჯახებისთანავე, ელვისებური სისწრაფით გვერდიდან შემოუტრიალდა ლევან გორგაძეს, მავაშით დაიქნია და უვატედაშინაგეს ილეთით დასცა დოჰიოზე. შეიძლება ითქვას, რომ მონღოლმა იოკოძუნამ სისწრაფის ხარჯზე იმარჯვა. მე-2 მარცხი ტოჩის პასივში, 2 მოგების წილ.

მომდევნო შეხვედრაში ლევანის პირისპირ უკვე არასანიაკუს წევრი, იაპონელი მე-4 მაეგაშირა ურა დადგება, რომელიც ძალზე სწრაფი და ტექნიკური რიკიშია. იაპონელს ამ დროისთვის 3 მოგება და 1 მარცხი აქვს. ის და ტოჩი პირველად წინა ბაშოზე შეხვდნენ ერთმანეთს, სადაც ლევანმა ბრწყინვალე გდება გაუკეთა და კოტენაგეს ილეთით დასცა იგი დოჰიოზე. აღსანიშნავია ისიც, რომ ურა და გაგამარუ ერთი სკოლის, კისე ბეას ღირსებას იცავენ.

ნაგოია ბაშოს ნაადრევად გამოეთიშა მონღოლი იოკოძუნა კაკურიუ, რომელმაც მესამე ტურის შეხვედრაში მარჯვენა ფეხი დაიზიანა. "ყანჩა-დრაკონმა" მიმდინარე წელს მხოლოდ ერთი ტურნირი ჩაამთავრა თავიდან ბოლომდე. დანარჩენ სამს კი, სხვადასხვა მიზეზთა გამო, ნაადრევად გამოაკლდა და სუმოს სამყაროში უკვე აქტიურად წავიდა საუბარი მის პენსიაში გაშვებაზე.
4 ტურის შემდეგ ნაგოია ბაშოს ზუსტად 4 დაუმარცხებელი სეკიტორი შემორჩა. ესენი არიან: მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰო, იაპონელი კომუსუბი იოშიკაძე, ლევანის თანაგუნდელი, ბულგარელი მე-8 მაეგაშირა აოიამა და იაპონელი მე-15 მაეგაშირა ნიშიკიგი.

ამირან ურუშაძე






ახალი მატჩი

8 სექტემბერი 20:00 სთ


-
საქართველო 
 დანია

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი

გამოკითხვა

რომელი გუნდი გაიმარჯვებს?