ერთიანი საქართველო ქომაგების ტრიბუნაზე

    2018-09-08 22:44

...
ხვალ ქომაგების ტრიბუნაზე ერთიანი საქართველო იდგება, ჩვენი ბიჭების გასამხნევებლად და ნანატრი ოცნებისაკენ კიდევ ერთი ნაბიჯის გადასადგმელად.

სხვადასხვა


უიღბლო მე-5 დღე ნაგოიაში

    2017-07-14 09:21

   

...
იაპონიაში მიმდინარე ნაგოია ბაშოს მე-5 დღე წარუმატებელი გამოდგა ქართველი სუმოისტებისთვის.
აღმოსავლეთის მე-16 მაეგაშირად განთესილი გაგამარუ ჯურიოს დივიზიონიდან ერთი დღით გადმოსულ ბრაზილიელ კაისეისთან (ჯურიოს 1-ლი ნომერი) დამარცხდა, უვატენაგეს ილეთით. შერკინების სტარტზე ქართველი გოლიათი მძლავრად მიაწვა ბრაზილიელ გოლიათს და დოჰიოს კიდემდეც მიიყვანა, მაგრამ იქ კაისეიმ მკლავსზემოდან ჩაავლო მარჯვენა ხელი მავაშიში ჩვენებურს და ზედ ტავარას პირას დიდი ძიძგილაობა გაჩაღდა. გაგა ცდილობდა იღლიის ქვემოდან შეცურებული ხელით წამოეღო გდებაზე მეტოქე, თუმცა ბრაზილიელს უკეთესი ჩავლება ჰქონდა და დოჰიოს პირველი ჩვენებური შეეხო ხელით. 1-4 ბალანსი გაგამარუს და უკვე არცთუ სახარბიელო ვითარება.
მომდევნო ორთაბრძოლას გაგა ჯუღელი მისდარი ბალანსის მქონე ჩინელ მე-13 მაეგაშირა სოკოკურაისთან გამართავს. ქართველ და ჩინელ სეკიტორებს ურთიერთშეხვედრათა 15-დუელიანი ისტორია აქვთ, სადაც მცირე უპირატესობა ჩვენებურის მხარესაა - 8:7.

ძალზე უღირსად მოიქცა იაპონელთა ამომავალი ვარსკვალავი ურა ჩვენ ტოჩინოშინთან შეხვედრაში. ლევანმა იცოდა მისი ფანდების შესახებ და ძალიან ფრთხილი ტაქტიკა აირჩია შერკინებისას. ქართველი ფალავანი ყველანაირად ცდილობდა ხელში მოეგდო სხარტი და ტანომრჩილი იაპონელი, რომელიც თავის მხრივ ჩვენებურთან წელსქვემოთ შეძრომაზე იყო ორიენტირებული. და მიუხედავად ლევანის სიფრთხილისა, მაინც მოახერხა ეს შეძრომა იაპონელმა მე-4 მაეგაშირამ, თანაც ეგრევე ტრავმაგადატანილ ფეხში, მტკივან ადგილას ჩაავლო ხელი ჩვეენბურს და აშიტორის ილეთით გადააგდო დოჰიოდან.

აღნიშნული მარცხით პირველად გავიდა ურაყოფით ბალანსზე გორგაძე, მიმდინარე ბაშოზე (2-3). მისი მომდევნო მეტოქე ახლადგამომცხვარი იაპონელი ოძეკი ტაკაიასუ იქნება, რომელსაც მხოლოდ 1 ბრძოლა აქვს წაგებული ტურნირზე და ვინძლო, ბობოლათა გამოკლების შემდეგ, იოკოძუნა ჰაკუჰოსთან საჩემპიონო დავაში ერთადერთ რეალურ კონკურენტად რჩება. ურთიერთშეხვედრებში ლევანი 6:5-ს უგებს იაპონელ ოძეკის.

ბობოლათა გამოკლება ვახსენეთ და გეტყვით, რომ მონღოლ იოკოძუნა კაკურიუს, ერთბაშად მიყვნენ იაპონელი იოკოძუნა კისენოსატო და მონღოლი ოძეკი ტერუნოფუჯი, და მათაც ნაადრევად დატოვეს ნაგოია ბაშო. კისენოსატომ მარცხენა ფეხის ტერფი დაიზიანა, ტერუნოფუჯიმ კი ივნისში ფეხზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ ვერ მოასწრო რეაბილიტაცია და ბრძოლას ბრძოლაზე აგებდა. ამიტომ, დასვენება და მომდევნო ბაშოსთვის მომზადება გადაწყვიტა.
ტურნირს კი ორად ორი დაუმარცხებელი სეკიტორი შემორჩა - ზემოხსენებული მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰო და ლევანის თანაგუნდელი, ბულგარელი მე-8 მაეგაშირა აოიამა.

პ.ს. გაგას ბრძოლა ვიდეო-მიმოხილვის დასაწყისშივეა.

ამირან ურუშაძე






ახალი მატჩი

8 სექტემბერი 20:00 სთ


-
საქართველო 
 დანია

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი

გამოკითხვა

რომელი გუნდი გაიმარჯვებს?