ერთიანი საქართველო ქომაგების ტრიბუნაზე

    2018-09-08 22:44

...
ხვალ ქომაგების ტრიბუნაზე ერთიანი საქართველო იდგება, ჩვენი ბიჭების გასამხნევებლად და ნანატრი ოცნებისაკენ კიდევ ერთი ნაბიჯის გადასადგმელად.

სხვადასხვა


ქართველ სეკიტორებს კვლავ არ უმართლებთ

    2017-07-15 08:14

   

...
აიჩის პრეფექტურაში მიმდინარე ნაგოია ბაშოს მე-6 დღეც (წინამორბედის მსგავსად) წარუმატებელი გამოდგა ქართველი სუმოისტებისთვის.
აღმოსავლეთის მე-16 მაეგაშირად განთესილი გაგამარუ ჩინელ მე-13 მაეგაშირა სოკოკურაის გადაეყარა და სუკუინაგეს ილეთით დამარცხდა.
შერკინების სტარტზე ჩინელმა რიკიშიმ ტაჩიაი-ჰენკა გაუკეთა გაგა ჯუღელს და დიდი სიჩქარით გაქანებული ქართველი გოლიათი დოჰიოზე დავარდა. თუმცა, ამ მომენტში გიოჯიმ (არბიტრმა) ფალსტარტი დააფიქსირა, რადგან დაჯახებამდე სოკოკურაიმ წესი დაარღვია და დოჰიოს არ შეეხო ხელით. განმეორებითი შერკინებისას გაგამ უკვე სიფრთხილე გამოიჩინა და ცბიერ მეტოქეს ისეთი ძალით ვეღარ დაეჯახა, რითაც ისევ ჩინელმა ისარგებლა - კარგად ჩაავლო ხელი კორპუსში ქართველ გოლიათს და სუკუინაგეს გდება განახორციელა.

ამ წაგებით უკვე 1-5 გაუხდა ბალანსი გაგამარუს და საკმაოდ მძიმე ვითარებაშია. ჯუღელს დარჩენილი 9 ბრძოლიდან მინიმუმ 7-ის მოგება ესაჭიროება, რათა ადგილი შეინარჩუნოს უმაღლეს დივიზიონში.
მომდევნო ორთაბრძოლას იგი მაკუუჩის ყველაზე უხუცეს წევრთან, ვეტერან იაპონელ ტაკეკაძესთან გამართავს, რომელიც მე-12 მაეგაშირას სტატუსით ირჯება ნაგოიაში, და არცთუ ურიგოდ - "პატარა ტანკს" ამ დროისთვის 6-დან 4 ბრძოლა აქვს მოგებული. აი ურთიერთშეხვედრებში კი ჩვენი გოლიათი საგრძნობ უპირატესობას ფლობს 38 წლის იაპონელთან - 12 გამარჯვება 18 დუელიდან.

ძალზე მძიმე და მომქანცველი ორთაბრძოლა გადაიტანა ტოჩინოშინმა, იაპონელ ოძეკი ტაკაიასუსთან, რომელიც ჯამში წუთსა და 35 წამს გაგრძელდა. ლევანმა დაახლოებით ისეთივე ტაქტიკა აირჩია და დაუპირისპირა ახლადგამომცხვარ ოძეკის, როგორიც მის თანაგუნდელ იოკოძუნა კისენოსატოს - წინიდან ჩაავლო ორივე ხელი მავაშიში და თავით აწვებოდა მკერდის არეში. გორგაძე კარგად უტევდა მეტოქეს და საკუთარ მავაშიში გვერდიდან ჩავლების საშუალებას არ აძლევდა. თუმცა, თანაგუნდელისგან განსხვავებით, ტაკაიასუ მტკიცედ დაუდგა ჩვენებურს და ორთაბრძოლა სტატიკაში გადაიყვანა. გარკვეული დროის შემდეგ კი, შეატყო რა რომ ქართველი სეკიტორი დაიღალა, შეუცურა მავაშიში მარცხენა ხელი, კარგი ჩავლება გაუკეთა და იორკირით გაიყვანა დოჰიოდან. მე-4 მარცხი ტოჩის პასივში, 2 მოგების საპირისპიროდ.

მომდევნო შეხვედრაში ლევანის პირისპირ მონღოლი სეკივაკე ტამავაში დადგება, რომელსაც ჩვენებურის საპირისპირო ბალანსი აქვს ბაშოზე (4-2). გაგამარუს მსგავსად, ტოჩისაც საგრძნობი უპირატესობა აქვს ურთიერთშეხვედრებში თავის დღევანდელ მეტოქესთან - 17 შერკინება და ანგარიში 11:6, ჩვენებურის სასარგებლოდ.

ნაგოია ბაშოს კვლავინდებურად 2 დაუმარცხებელი სეკიტორი ჰყავს, მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰოსა და ბულგარელი მე-8 მაეგაშირა აოიამას სახით, რომელიც ჩვენი ლევანის თანაგუნდელია. მათ თითო მარცხით ერთბაშად 5 სუმოისტი უდგას კვალში, რომელთაგან მხოლოდ ოძეკი ტაკაიასუ გახლავთ სანიაკუს წევრი, დანარჩენი ოთხი (ურა, ტოჩიოძანი, ონოშო, ნიშიკიგი) რიგითი მაეგაშირები არიან.

ამირან ურუშაძე






ახალი მატჩი

8 სექტემბერი 20:00 სთ


-
საქართველო 
 დანია

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი

გამოკითხვა

რომელი გუნდი გაიმარჯვებს?