ერთიანი საქართველო ქომაგების ტრიბუნაზე

    2018-09-08 22:44

...
ხვალ ქომაგების ტრიბუნაზე ერთიანი საქართველო იდგება, ჩვენი ბიჭების გასამხნევებლად და ნანატრი ოცნებისაკენ კიდევ ერთი ნაბიჯის გადასადგმელად.

სხვადასხვა


წყვილი ქართული გამარჯვება ნაგოიაში

    2017-07-16 08:48

   

...
აიჩის პრეფექტურაში მიმდინარე ნაგოია ბაშოს მე-7 დღეს ორივე ქართველმა სეკიტორმა გამარჯვება იზეიმა.
აღმოსავლეთის მე-16 მაეგაშირად განთესილმა გაგამარუმ "პატარა ტანკად" წოდებული, ვეტერანი იაპონელი ტეკეკაძე დაამარცხა, რომელიც მე-12 მაეგაშირას სტატუსით ირჯება. ქართველმა გოლიათმა მაკუუჩი დივიზიონის უხუცეს წევრს (38 წლის) თავიდანვე აგრესიულად შეუტია, მძლავრი ცუპარები დააყარა და ოშიდაშის ილეთით განდევნა დოჰიოდან. მე-2 გამარჯვება გაგა ჯუღელისთვის, 5 მარცხის საპირისპიროდ.

ჩვენებურის მომდევნო მეტოქე იაპონელი მე-11 მაეგაშირა ჩიონოკუნი იქნება, რომელსაც ამ დროისთვის მისდარი ბალანსი აქვს ბაშოზე (2-5). ურთიერთშეხვედრებში მცირე უპირატესობა გაგას მხარესაა - 2:1.

გაგვახარა ასევე აღმოსავლეთის მე-2 მაეგაშირას სტატუსით მებრძოლმა ტოჩინოშინმა, ვინაც მონღოლი სეკივაკე ტამავაში დაამარცხა, უშეღავათო ბრძოლაში. თანამემამულის მსგავსად, ლევანმაც თავიდანვე აგრესიული ცუპარებით შეუტია მონღოლ მეტოქეს. თუმცა, ტამავაშიმაც იგივე ცუპარებით უპასუხა ჩვენებურს და როდესაც დოჰიოს კიდემდე მიიყვანა, ტოჩი გვერდიდან შეუძვრა კორპუსში მონღოლს, სწრაფად ჩაავალო მავაშიში კარგად ორივე ხელი და მძლავრი მიწოლით, იორკირით დაატოვებინა დოჰიო. მე-3 გამარჯვება გორგაძის აქტივში, 4 მარცხის წილ.

ნაგოია ბაშოს ნაკაბიზე (შუაწელი) ტოჩინოშინი იაპონელ მე-3 მაეგაშირა იკიოის შეხვდება, რომელსაც მხოლოდ 1 ბრძოლა აქვს მოგებული მიმდინარე ტურნირზე და ისიც იოკოძუნა კისენოსატოსთან. ჩვვენებურის მსგავსად, იკიოიმაც კინბოში (ოქროს ვარსკვლავი) აიღო იაპონელ იოკოძუნასთან. აქამდე ლევანი 9-ჯერ გადაყრია მას დოჰიოზე, საიდანაც 6-ჯერ ჰყავს დამარცხებული.

ტურნირზე კვლავინდებურად დაუმარცხებლად ირჯებიან მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰო და ტოჩის თანაგუნდელი, ბულგარელი მე-8 მაეგაშირა აოიამა, რომლებიც 7-7 მოგებით სათავეში უდგანან ნაგოია ბაშოს. ერთი გამარჯვებით ნაკლები აქვს იაპონელ დებიუტანტ ოძეკი ტაკაიასუს, რომელიც ლიდერთა ეულ მდევრად შემორჩა 7 ტურის შემდეგ. ტურნირის ფინიშისკენ, სავარაუდოდ, სწორედ ჰაკუჰოსა და ტაკაიასუს შორის გაიმართება ჭიდილი იმპერატორის თასისთვის.

ამირან ურუშაძე






ახალი მატჩი

8 სექტემბერი 20:00 სთ


-
საქართველო 
 დანია

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი

გამოკითხვა

რომელი გუნდი გაიმარჯვებს?