ერთიანი საქართველო ქომაგების ტრიბუნაზე

    2018-09-08 22:44

...
ხვალ ქომაგების ტრიბუნაზე ერთიანი საქართველო იდგება, ჩვენი ბიჭების გასამხნევებლად და ნანატრი ოცნებისაკენ კიდევ ერთი ნაბიჯის გადასადგმელად.

სხვადასხვა


ტოჩინოშინმა ბალანსი გაათანაბრა

    2017-07-17 09:27

   

...
იაპონიში მიმდინარე ნაგოია ბაშოზე ნაკაბი (იგივე შუაწელი, იგივე მე-8 ტური) მიილია და ტურნირმაც თავისი ეკვატორი გადალახა.
შეჯიბრების მე-8 დღე წარმატებული გამოდგა აღმოსავლეთის მე-2 მაეგაშირას სტატუსით მებრძოლი ტოჩინოშინისთვის, რომელმაც იაპონელი მე-3 მაეგაშირა იკიოი დაამარცხა, იორიკირის ილეთით.
შერკინების სტარტზე ლევან გორგაძემ მცირე ჰენკა გამოიყენა, იმისთვის, რომ კარგად ჩაევლო თავისი საფირმო მარცხენა მეტოქის მავაშიში. ჩავლების შემდეგ კი იაპონელის დოჰიოდან გაყვანა აღარ გასჭირვებია.

ამ გამარჯვებით ტოჩიმ მოგება-წაგებათა ბალანსი გაათანაბრა (4-4) და იაპონელ პირველ მაეგაშირა შოდაისთან გამარჯვების შემთხვევაში, დადებითზეც გავა. შოდაის ამ დროისათვის 3 მოგება და 5 მარცხი აქვს. მათ შორის ურთიერთშეხვედრებში კი 2:2-ია ანგარიში.

ძალზე დასანანი მარცხი განიცადა აღმოსავლეთის მე-16 მაეგაშირად განთესილმა გაგამარუმ, რომელსაც იაპონელმა მე-11 მაეგაშირა ჩიონოკუნიმ სძლია. არადა ქართველი გოლიათი თითქმის მთელი შეხვედრის მანძილზე უპირატესობას ფლობდა, აგრესიული ცუპარებითაც უტევდა მეტოქეს. თუმცა ერთ-ერთ ეპიზოდში, გაგამ იაპონელის ჰატაკიკომიზე წამოკიდება სცადა, მაგრამ ჩიონოკუნიმ თავი შეიმაგრა, კარგად შევიდა ჩვენებურის კორპუსში და ოშიდაშით გაიყვანა დოჰიოდან. მე-6 მარცხი ჯუღელის პასივში, 2 მოგების საპირისპიროდ.

მომდევნო ბრძოლას ჩვენი გოლიათი კიდევ ერთ იაპონელ მე-11 მაეგაშირა (ოდენ დასავლეთის) დაიშომარუსთან გამართავს, რომელსაც ამ დროისთვის ნულოვანი ბალანსი (4-4) აქვს ბაშოზე. ურთიერთშეხვედრებში კი მცირე უპირატესობა გაგას მხარესაა - 3:2.

ნაკაბის თავზე მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰო ერთპიროვნულად გალიდერდა ნაგოია ბაშოზე, რომელიც კვლავ დაუმარცხებლად ირჯება ტურნირზე. პირველი წაგება განიცადა ლევანის თანაგუნდელმა ბულგარელმა მე-8 მაეგაშირა აოიამამ, რომელიც იაპონელ ოძეკი ტაკაიასუსთან ერთად კვალში ჩაუდგა "თეთრ ფენიქსს" (ბალანსი: 7-1).
ჩემპიონობის შანსს ინარჩუნებს კიდევ ერთი მონღოლი იოკოძუნა ჰარუმაფუჯიც, ვინაც 2 მოგებით ჩამორჩება ჰაკუჰოს. იგივენაირი ბალანსი (6-2) აქვთ იაპონელ მაეგაშირებს - ონოშოს, ტაკარაფუჯისა და ჩიოტაირიუს.

ამირან ურუშაძე






ახალი მატჩი

8 სექტემბერი 20:00 სთ


-
საქართველო 
 დანია

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი

გამოკითხვა

რომელი გუნდი გაიმარჯვებს?