ერთიანი საქართველო ქომაგების ტრიბუნაზე

    2018-09-08 22:44

...
ხვალ ქომაგების ტრიბუნაზე ერთიანი საქართველო იდგება, ჩვენი ბიჭების გასამხნევებლად და ნანატრი ოცნებისაკენ კიდევ ერთი ნაბიჯის გადასადგმელად.

სხვადასხვა


ქართველ სეკიტორთა გამარჯვების დღე

    2017-07-18 08:43

   

...
აიჩის პრეფექტურაში მიმდინარე ნაგოია ბაშოს მე-9 დღე წარმატებული გამოდგა ორივე ქართველი სეკიტორისთვის.
ტურნირზე მე-3 გამარჯვება მოიპოვა აღმოსავლეთის მე-16 მაეგაშირას სტატუსით მებრძოლმა გაგამარუმ, ვინაც იაპონელი მე-11 მაეგაშირა დაიშომარუ დაამარცხა, ოკურიდაშის ილეთით. ქართველმა გოლიათმა თავიდანვე აქტიურად შეუტია მეტოქეს ცუპარებით და მიუხედავად იაპონელის მცდელობისა, თავი დაეღწია ჩვენებურის მძლავრი დარტყმებისგან, არაფერი გამოუვიდა.

მომდევნო შერკინებას გაგა ჯუღელი იაპონელ მე-13 მაეგაშირა ტაკარაფუჯისთან გამართავს, რომელიც ერთ-ერთი ძალზე უხერხული მეტოქეა მისთვის. გაგამარუ 6-ჯერ შეხვედრია აქამდე იაპონელს და 6-ივე დუელი წაგებული აქვს. მიმდინარე ბაშოზე ტაკარაფუჯის უკვე 7 ბრძოლა აქვს მოგებული და ერთი მოგებაღა აშორებს კაჩიკოშამდე.

გაგვახარა, როგორც უკვე გითხარით, აღმოსავლეთის მე-2 მაეგაშირად განთესილმა ტოჩინოშინმაც, რომელმაც იაპონელ პირველ მაეგაშირა შოდაის ფაქტობრივად უშანსოდ სძლია. ლევანმა შერკინების სტარტზევე კარგად ჩაავლო მეტოქეს თავისი საფირმო მარცხენა ხელი მავაშიში ზემოდან (ე.წ. "ჰიდარი-უვატე"), მარჯვენა ხელი კი ქვემოდან და კლასიკური, ძალისმიერი იორიკირით გაიყვანა დოჰიოდან. მე-5 გამარჯვება ტოჩის აქტივში, 4 მარცხის წილ.

გორგაძის შემდეგი მეტოქე მონღოლი გოლიათი, მე-6 მაეგაშირად განთესილი იჩინოჯო იქნება, რომელსაც 4 მოგება და 5 მარცხი აქვს ამ დროისთვის. ტოჩი მას 13-ჯერ შეხვედრია აქამდე, საიდანაც 9-ჯერ ჰყავს დამარცხებული. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული 13 შერკინებიდან 12-ში იორიკირის ილეთი დაფიქსირებულა, რაც მათ შეუპოვარ, ძალისმიერ ჭიდილზე მიგვანიშნებს, მავაშის მეშვეობით.

9 დღის შემდეგ კი ნაგოია ბაშოზე საჩემპიონო ინტრიგა ფაქტობრივად უკვე მოკვდა, რადგან მე-2 მარცხი იწვნია ახლადგამომცხვარმა იაპონელმა ოძეკი ტაკაიასუმ, ხოლო მე-3 წაგება მიითვალა მონღოლმა იოკოძუნა ჰარუმაფუჯიმ. მისი თანამემამულე იოკოძუნა ჰაკუჰო კი კვლავ დაუმარცხებელია და ყველაფერი იმისკენ მიდის, რომ "თეთრი ფენიქსი" 39-ედ იზეიმებს ჩემპიონის ტიტულს. მართალია, ჰაკუჰოს მხოლოდ ერთი მოგებით ჩამორჩება ლევანის თანაგუნდელი, ბულგარელი მე-8 მაეგაშირა აოიამა, თუმცა ძნელი სავარაუდოა, რომ დანიელ ივანოვმა მონღოლ იოკოძუნას ბოლომდე გაუწიოს კონკურენცია.

ამირან ურუშაძე






ახალი მატჩი

8 სექტემბერი 20:00 სთ


-
საქართველო 
 დანია

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი

გამოკითხვა

რომელი გუნდი გაიმარჯვებს?