ერთიანი საქართველო ქომაგების ტრიბუნაზე

    2018-09-08 22:44

...
ხვალ ქომაგების ტრიბუნაზე ერთიანი საქართველო იდგება, ჩვენი ბიჭების გასამხნევებლად და ნანატრი ოცნებისაკენ კიდევ ერთი ნაბიჯის გადასადგმელად.

კალათბურთი


რა შანსი გვაქ მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელად ?

    2017-09-11 15:07

   

...
როგორც უკვე იცით საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ნოემბრიდან მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩაერთვება, ჯგუფი 4 გუნდიანია, მეტოქეები კი ავსტრია, გერმანია და სერბეთია, გუნდები მატჩებს მიმოსვლით შინ და გარეთ გამართავენ, 6 მატჩის შემდეგ კი საუკეთესო სამეული მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლას მეორე ჯგუფურ ეტაპზე გააგრძელებს. უკვე ცნობილია ჩვენი ნაკრების სათამაშო კალენდარი, რომელიც ასე გამოიყურება:

24 ნოემბერი
გერმანია - საქართველო

27 ნოემბერი
სერბეთი - საქართველო

22 თებერვალი
ავსტრია - საქართველო

25 თებერვალი
საქართველო - გერმანია

29 ივნისი
საქართველო - სერბეთი

2 ივლისი
საქართველო - ავსტრია

ცნობილია ისიც რომ მეორე ჯგუფურ ეტაპზე სადაც ჯგუფი 6 გუნდიანი იქნება, ჩვენი ჯგუფის სამეულს დაემატება H ჯგუფის სამეული, სადაც ასპარეზობენ ისრაელი, დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი და ესტონეთი, თუმცა აღსანიშნავია ის რომ მეორე ჯგუფურ ეტაპზე პირველი ჯგუფური ეტაპის მეტოქეები ერთმანეთს აღარ ხვდებიან და მათ უბრალოდ ერთმანეთში ნათამაშები შედეგები გადაჰყვებათ. შესაბამისად მეორე ჯგუფურ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში ჩვენ საკალათბურთო ნაკრებს კვლავ 6 მატჩის ჩატარება მოუწევს, 3 შინ, 3 სტუმრად.

მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს ჯგუფის მოწინავე სამეული ნაკრები მიიღებს, როგორც ხედავთ მეტოქეები არც თუ ისე მრისხანეები გვყავს და მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის რეალური შანსიც გვაქ, რომელიც 2019 წელს ჩინეთში გაიმართება.

საგულისხმოა ერთი ნიუანსი, როგორც იცით სანაკრებო კარიერა დაასრულა ზაზა ფაჩულიამ, დიდი ალბათობით ნაკრებში აღარ ითამაშებს ასევე გიორგი ცინცაძეც, საკითხავი კი კიდევ ერთი რამაა, რამდენად გამოუშვებენ ჩვენ ლეგიონერებს ევროპული კლუბები და რა შემადგენლობით მოგვიწევს მატჩების ჩატარება.

.






ახალი მატჩი

8 სექტემბერი 20:00 სთ


-
საქართველო 
 დანია

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი

გამოკითხვა

რომელი გუნდი გაიმარჯვებს?