ერთიანი საქართველო ქომაგების ტრიბუნაზე

    2018-09-08 22:44

...
ხვალ ქომაგების ტრიბუნაზე ერთიანი საქართველო იდგება, ჩვენი ბიჭების გასამხნევებლად და ნანატრი ოცნებისაკენ კიდევ ერთი ნაბიჯის გადასადგმელად.

სხვადასხვა


ქართველი სპორტსმენები ზამთრის ოლიმპიადაზე მიემგზავრებიან

    2018-02-03 20:09

   

...
სამხრეთ კორეის ქალაქ პიონჩანგში ზამთრის XXIII ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო ოთხი სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი. პიონჩანგში იასონ აბრამაშვილი(სამთო-სათხილამურო სპორტი), ნინო წიკლაური(სამთო-სათხილამურო სპორტი), გიორგი სოღოიანი (ციგა) და მორის ყვითელაშვილი (ფიგურული სრიალი) იასპარეზებენ.
სპორტსმენების გაცილების ოფიციალური ცერემონია 5 თებერვალს გაიმართება, ხოლო 6-ში პიონჩანგში გაემგზავრებიან.დელეგაცია დაახლოებით 17-20 ადამიანისგან შედგება.პიონჩანგში „ქართული სახლი" არ იქნება,სპორტსმენები განთავსდებიან როგორც ოლიმპიურ სოფელში, ისე მის ფარგლებს გარეთ. იასონ აბრამაშვილისა და ნინო წიკლაურისთვის ეს ოლიმპიადა მათ კარიერაში რიგით მეორე იქნება. აბრამაშვილმა სოჭის 2014 წლის ოლიმპიადაზე 22-ე ადგილი დაიკავა სლალომში, ხოლო წიკლაურმა — 49-ე პოზიცია გიგანტურ სლალომში.ასევე ერთ-ერთი გამოცდილი სპორტსმენია მორის ყვითელაშვილი.ჰელსინკის 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მე-13 ადგილის დაკავებით მან პირველმა შეძლო ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვება.ამ ოლიმპიადაზე კი მას ათეულის წევრად მოიაზრებენ.როგორც მორისისთვის,ასევე მოციგავე გიორგი სოღოიანისთვის ეს პირველი ოლიმპიადა იქნება.გიორგიმ ლატვიაში 2017 წლის მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მე-19 ადგილი დაიკავა.
ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია გაიმართება 9 თებერვალს. ერთი დღით ადრე ჩატარდება პირველი სტარტები ქიორლინგსა და ტრამპლინიდან ხტომაში. 10 თებერვალს, მედლების პირველი კომპლექტები გათამაშდება ბიატლონში, სათხილამურო რბოლაში, შორტ-ტრეკში, ტრამპლინიდან ხტომასა და ციგურებით სირბილში.
დახურვის ცერემონია 25 თებერვალს არის დაგეგმილი. ამავე დღეს, ბოლო პრიზიორები გამოვლინდებიან ბოსბლეიში, სათხილამურო რბოლაში, ქიორლინგსა და ჰოკეიში.

დავით გვაზავა






ახალი მატჩი

8 სექტემბერი 20:00 სთ


-
საქართველო 
 დანია

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი

გამოკითხვა

რომელი გუნდი გაიმარჯვებს?