ერთიანი საქართველო ქომაგების ტრიბუნაზე

    2018-09-08 22:44

...
ხვალ ქომაგების ტრიბუნაზე ერთიანი საქართველო იდგება, ჩვენი ბიჭების გასამხნევებლად და ნანატრი ოცნებისაკენ კიდევ ერთი ნაბიჯის გადასადგმელად.

სხვადასხვა


დღეს პარიზის გრანდ-სლემი იწყება

    2018-02-10 13:27

   

...

დღეს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში სტარტს ძიუდოს გრანდ-სლემი აიღებს, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ძლიერი შემადგენლობითაა ტურნირზე, დღეს მედლები საწყის სამ წონით კატეგორიაში გათამაშდება, დანარჩენი ოთხი წონა კი ხვალ გველის, ტურნირამდე გაიმართა საასპარეზო ბადის წილისყრა, სადაც ასეთი შედეგები დაფიქსირდა:

60 კგ.

ამ წონით კატეგორიაში 2 ძიუდოისტი დაიცავს საქართველოს ღირსებას, ამირან პაპინაშვილი A პულში მოხვდა, ხოლო ლუხუმ ჩხვიმიანი D-ში, შესაბამისად ძიუდოისტების გზები ფინალამდე არ გადაიყრება, ამირანიც და ლუხუმიც ასპარეზობას 1/8 ფინალიდან იწყებენ, ამირანის პირველი მეტოქე გერმანელ და ჩინელ ძიუდოისტებს შორის გამარჯვებული იქნება, ხოლო ლუხუმი ესპანელ და აშშ-ს ძიუდოისტებს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

66 კგ.

ამ წონით კატეგორიაში საქართველოს ღირსებას ვაჟა მარგველაშვილი დაიცავს, ვაჟას მეტოქე 1/16 ფინალში ალჟირელი ჰოუდ ჟოუდანი იქნება.

73 კგ.

ლაშა შავდათუაშვილის იმედზე ვართ მხოლოდ 73 კილოში, მისი მეტოქე 1/16 ფინალში კანადელი ანტონ ბუშარია.

81 კგ.

ნუგზარ ტატალაშვილი და ზებედა რეხვიაშვილი იასპარეზებენ ამ წონაში, ტატალა 1/32 ფინალში ბრაზილიელ ლეანდრო გულეიროს შეხვდება, ზებედა კი ასპარეზობას 1/16 ფინალიდან იწყებს, სადაც მეტოქედ მოლდოველ და ებრაელ ძიუდოისტებს შორის გამარჯვებული ეყოლება.

90 კგ.

ამ წონით კატეგორიაში საქართველოს უშანგი მარგიანი და ბექა ღვინიაშვილი წარადგენენ, ტაისონას პირველი მეტოქე 1/16 ფინალში აზერბაიჯანელი აბდულჰაგ რასოლუ იქნება, ხოლო უშანგი ემირატელ მიჰაელ მარჩიტალს შეერკინება.

100 კგ.

ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი და ლაშა ტაველური იასპარეზობენ 100 კილოში, ლიპო 1/16 ფინალში ამერიკელი ძიუდოისტით იწყებს, ლაშა კი სლოვაკ მიროსლავ ძურს ერკინება, შემდეგი მეტოქე კი საკმაოდ ძლიერი მიხალ კორელია.

+100 კგ.

გურამ თუშიშვილი და ლევან მატიაშვილი ერთ ქვე ჯგუფში მოხვდნენ, შესაბამისად დიდია შანსი იმისა რომ მათი გზები 1/4 ფინალში გადაიკვეთოს, გურამი ფრანგ და ბელარუსს შორის გამარჯვებულს ერკინება, ლევანი კი ალჟირელ სპორტსმენს.

გვადი ბიგვა






ახალი მატჩი

8 სექტემბერი 20:00 სთ


-
საქართველო 
 დანია

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი

გამოკითხვა

რომელი გუნდი გაიმარჯვებს?