30 მარტიდან 1 აპრილის ჩათვლით თბილისი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით გასამართ გრან პრის უმასპინძლებს. თბილისის გრან პრი ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება, სადაც მონაწილეობას 39 ქვეყნის 309 ძიუდოისტი მიიღებს.
პროგრამა
30 მარტი
ქალები: -48კგ, -52კგ, -57კგ.
კაცები: -60კგ, -66კგ.
31 მარტი
ქალები: -63კგ, -70კგ.
კაცები: -73კგ, -81კგ.
1 აპრილი
ქალები: -78კგ, +78კგ.
კაცები: -90კგ, -100კგ, +100კგ.
წინასწარი შეხვედრები 11:00 საათიდან დაიწყება, ხოლო ფინალური ბლოკის დასაწყისი 16:00 საათია.
უკვე დასრულდა ტურნირის წილისყრა, სადაც ქართველ ძიუდოისტებს შემდეგი მეტოქეები ერგოთ: