ერთიანი საქართველო ქომაგების ტრიბუნაზე

    2018-09-08 22:44

...
ხვალ ქომაგების ტრიბუნაზე ერთიანი საქართველო იდგება, ჩვენი ბიჭების გასამხნევებლად და ნანატრი ოცნებისაკენ კიდევ ერთი ნაბიჯის გადასადგმელად.

რაგბი


პატარძეულის ''ვეფხვები'' დიდ 10-ში აღზევდა

    2018-04-01 20:05

   

...
საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის ''დიდ 10''-ში მე-17 ტურის მატჩები გაიმართა და გაირკვა ის 2 გუნდი რომელიც დიდ ფინალში გასასვლელად შეერკინებიან ერთმანეთს, ეს გუნდები ქუთაისის ''აია'' და თბილისის ''ლოკომოტივი'' იქნებიან, ამჟამად ქუთათურები მეტოქეს 1 ქულით უსწრებენ, ბოლო ტურში ისინი რუსთავში ''ხარებს'' ესტუმრებიან, რკინიგზელები კი უმოტივაციო ''არმიას'' შეერკინებიან, შესაბამისად შესაძლოა ისეც მოხდეს რომ პირველი პოზიცია დათმონ რიონისპირელებმა, რუსთავში პრემიით მოგება საკმაოდ რთული იქნება, რასაც ვერ ვიტყვით უმოტივაციო ''არმიას'' დამარცხებაზე.
თანაბარი ქულების შემთხვევაში პირველ ადგილს თბილისელები დაიკავებენ, ვინაიდან ურთიერთშეხვედრებში მათ მეტოქეზე ერთით მეტი ლელო აქვთ დადებული.
დიდი ბრძოლაა მოსალოდნელი მე-3 პოზიციაზე, ბოლო ტურში ერთმანეთს უშუალო კონკურენტები გორის ''ჯიქი'' და ''ბათუმი'' ერკინებიან.

ტურის მატჩები ასე დასრულდა:

აია 79:0 არმია
აკადემია 17:7 არმაზი
ბათუმი 28:24 ხარები
ლელო 20:28 ჯიქი
ლოკომოტივი 59:0 ბაგრატი

სატურნირო მდგომარეობა



რაც შეეხება საქართველოს სარაგბო ჩემპიონატს, პირველ ლიგაში ბოლოსწინა, მე-13 ტურის მატჩები გაიმართა, ცენტრალურ შეხვედრას სადაც ერთმანეთს დიდ 10-ში აღზევების კანდიდატები ხვდებოდნენ პატარძეულმა უმასპინძლა, ადგილობრივმა ''ვეფხვებმა'' ბოლნისის ''ყოჩებს'' უმასპინძლა და მეტოქე 26:16 დაამარცხა, რითიც ცხრილში 7 ქულით გაუსწრო და 1 ტურით ადრე გაინაღდა სარაგბო ელიტის საგზური. რაც შეეხებათ ბოლნისელებს მათ ბოლო ტურში თბილისის ''ივერია'' ელით, მათი დამარცხების შემთხვევაში კი ''დიდ 10''-ში ასვლაზე თბილისის ''არმიასთან'' მოუწევთ ორ მატჩიანი დუელი.

''პირველის'' სხვა მატჩები ასეთი შედეგით დასრულდა:

დინამო 14:15 იუნკერები
ივერია 15:14 არწივები
არესი 43:5 ხულიგანა

''პირველის'' სატურნირო მდგომარეობა

გვადი ბიგვა






ახალი მატჩი

8 სექტემბერი 20:00 სთ


-
საქართველო 
 დანია

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი

გამოკითხვა

რომელი გუნდი გაიმარჯვებს?