ერთიანი საქართველო ქომაგების ტრიბუნაზე

    2018-09-08 22:44

...
ხვალ ქომაგების ტრიბუნაზე ერთიანი საქართველო იდგება, ჩვენი ბიჭების გასამხნევებლად და ნანატრი ოცნებისაკენ კიდევ ერთი ნაბიჯის გადასადგმელად.

სიახლეები


ფანური ამბები მუნდიალიდან

    2018-06-17 13:52

   

...
სულ რაღაც 3 დღეა რაც მუნდიალი დაიწყო თუმცა უკვე აქტიურად ''ხურდება'' ფან-აქტივობები ჩვენ ოკუპანტ სამეზობლოში.

ყველაზე ''სკანდალური'' ამბავი მოსკოვიდანაა, გავრცელებული ინფორმაციით ეროვნებით ყირგიზი ''იანდექს ტაქსის'' მძღოლი ტროტუარზე მექსიკელ გულშემატკივრებში შევარდა, არც ერთი დაღუპულა, თუმცა ჩრდილო ამერიკელებმა სხეულის სხვადასხვა მძიმე დაზიანებები მიიღეს და საღამოს ნაცვლად ლუჟნიკისა, ჰოსპიტალში გაატარებენ.



ტრადიციულად მრავალმრიცხოვანი არმია ახლავს ისლანდიის ნაკრებს, ვიკინგებმა ტრადიციული შეძახილი მოსკოვშიც შეასრულეს:



დაახლოებით 20 ათასი ხორვატი ჩაჰყვა საკუთარ ნაკრებს კალინინგრადში, შედარებით მოკრძალებული იყო ნიგერიელთა რიცხვი, დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციით კი ერთ-ერთი ნიგერიელი დათვრა და ადგილობრივ მოსახლეობას აწუხებდა სიმღერით, მათ კი სადარბაზოს სახურავიდან გადმოაგდეს აფრიკელი სტუმარი



დაუზუსტებელი ინფორმაციით ჩხუბი მოხდა პორტუგალიელ და ესპანელ ფანებს შორისაც, ასევე გუშინ პერუელ ფანებს სარანსკში ადგილობრივი ფანები დაესხნენ თავს.

მსოფლიო ჩემპიონატი ნელ-ნელა ხურდება და საინტერესო აქტივობებსაც ველით

.






ახალი მატჩი

8 სექტემბერი 20:00 სთ


-
საქართველო 
 დანია

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი

გამოკითხვა

რომელი გუნდი გაიმარჯვებს?