ხვალ უეფას შტაბ-ბინაში ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართება, სადაც საქართველოს 2017 წლის ჩემპიონი ქუთაისის ''ტორპედოც'' მიიღებს მონაწილეობას, ჩვენი საიტი უკვე წერდა რიონისპირელთა 16 სავარაუდო მეტოქეს ვინაობაზე, წილისყრამდე 1 დღით ადრე კი უეფამ სავარაუდო მეტოქეების სია 5 გუნდამდე შეამცირა.
მაშ ასე, ''ტორპედოს'' მეტოქე ამ 5 გუნდიდან ერთ-ერთი იქნება: აპოელი (კვიპროსი), ყარაბახი (აზერბაიჯანი), შერიფი (მოლდოვა), ნიუ საინტსი (უელსი), ვიდეოტონი (უნგრეთი)
წილისყრა ჩვენი დროით 14:00 საათზე დაიწყება, პირდაპირი ეთერის ხილვა უეფას საიტზეა შესაძლებელი.